Sunday, June 23, 2019



პრაქტიკული კვლევის ანგარიში




კვლევის თემა:
 წოდებით ბრუნვაში ადამიანის საკუთარი სახელების არასწორად წარმოთქმის პრობლემა. გრამატიკის წესების არცოდნა თუ დიალექტური მეტყველებით  განპირობებული  ფაქტი?










ავტორი: თემურ ბერიძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის ქართულის პედაგოგი.


სარჩევი
შესავალი ..................................................................................................................................3
თავი I. საკვლევი თავის მიმოხილვა. კვლევის მიზნები და ამოცანები .......................4
1.1.   ინფორმაცია სკოლის შესახებ --------------------------------------------------------4
1.2.    პრობლემა და საკვლევი საკითხი .............................................................................4
1.3.    პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ....................................................6
1.4.    კვლევის მიზანი ..........................................................................................................6
1.5.   კვლევის ამოცანა ..........................................................................................................6
1.6.    საორიენტაციო კითხვები  .........................................................................................6
              თავი II. პრაქტიკული კვლევის არსი ................................................................................10
 თავი III. ლიტერატურის მიმოხილვა ...............................................................................10
                3.1. ქართული გრამატიკა. მართლწერისა და მართმეტყველების საკითხები..........10
                3.2.  ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები .........................................................12
                3.3.  სხვა კვლევები, პარალელები, განსხვავევები..........................................................14
                3.4. სალიტერატურო ენა და დიალექტური მეტყველება .............................................15
              თავი IV. მეთოდოლოგია ......................................................................................................18
                 4.1. კვლევის ვადები ...........................................................................................................18
                 4.2. სამიზნე ჯგუფი ........................................................................................................... 19
                 4.3. კვლევის მეთოდები .................................................................................................... 19
                 4.4. შერჩევა. ნაწილობრივი შერჩევა. .............................................................................. 20
                 4.5. მონაცემთა შეგროვება. კვლევის დღიური ..............................................................20
               თავი V. კვლევის შედეგები..................................................................................................22
                  5.1. დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგების ანალიზი ...........................................22
                  5.2.  ჩაღემავებული ინტერვიუს შედეგების ანალიზი მე-7 კლ. მოსწავლეებთან...23
                  5.3. მასწავლებელთა გამოკითხვის ანკეტირების  შედეგების ანალიზი .................24
                  5.4. ინტერვიუს შედეგების ანალიზი მე-7 კლასის მოსწავლეებთან.........................25
                  5.5. მე-7 კლასის დაწყებითი კლასების პედაგოგების  გამოკითხვის ანალიზი......27
                  5.6. მე-7 კლასის მოსწავლეთა მშობლებზე დაკვირვების შედეგების ანალიზი .....28
                  5.7. ინტერვენციისთვის პედაგოგების გამოკითხვის შედეგების ანალიზი...............
               თავი VI.ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები ..........................................................
                  6.1. ინტერვენციის აღწერა .................................................................................................
                  6.2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები ....................................................................
                  6.3. ინტერვენციის შედეგები ....................................................................................
                  6.4. 1-ლი ინტერვენციის შედეგი ........................................................................ 
                  6.5. მე-2 ინტერვენციის შედეგი ...................................................................................
                  6.6. მე-3 ინტერვენციის შედეგი ...........................................................................
                  6.7. მე-4 ინტერვენციის შედეგი ...................................................................................
                  6.7. მე-5 ინტერვენციის შედეგი ..................................................................................     
                  6.8. მე-6 ინტერვენციის შედეგი ................................................................................................
               თავი VII. კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და ნაკლოვანებები .................................
                  7.1. კვლევის მიგნებები .........................................................................................................
                  7.2. კვლევის რეკომენდაციები.................................................................................................
                  7.3. კვლევის ნაკლოვანებები ..................................................................................................
               დასკვნა ...........................................................................................................................................
          
კვლევის თემა:  წოდებით ბრუნვაში ადამიანის საკუთარი სახელების არასწორად წარმოთქმის პრობლემა. გრამატიკის წესების არცოდნა თუ დიალექტური მეტყველებით  განპირობებული  ფაქტი?

შესავალი

      წარმოდგენილი ნაშრომი არის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიში.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან, სადაც ამომწურავადაა წარმოდგენილი ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა.
წიმამდებარე კვლევის ჩატარება მიბიძგა იმ გამოწვევებმა, რომელიც დგას დღეს პედაგოგის წინაშე, რომ მუდამ იყო განვითარების პროცესში და გქონდეს შინაგანი სწრაფვა შენს წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარებისა და გაანალიზებისა.
 სკოლა, რომელშიც ვმუშავობ,  სწავლობს (აბსოლიტური უმრავლესობა) აჭარის მაღალმთიანეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობის შვილები. როგორც საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, განსაკუთრებით კი ამ რეგიონის მარალმთიანეთში გაბატონებულია დიალექტური მეტყველების ფორმა, რომელიც ქართული სალიტერატურო ენის პარალელურად აქაური მოსახლეობის ლექსიკური მარაგის  მნიშვნელოვანი ნაწილია. დიალექტური ფორმებით მეტყველება დამახასიათებელია ჩვენი სკოლის მოსწავლეთა აბსოლიტური უმრავლესობის, თუმცა არის მეორე პრობლემაც, რაც ჩემი კვლევის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს, ესაა გრამატიკის სწავლების არასრული ფორმატი, რაც ბოლო დროის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ქართულის სწავლების თვალსაზრისით.
ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის“ (ე.ს.გ.)
თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფო ენის სწორად გამოიყენება აუცილებელია ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: პოლიტიკაში, ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურაში, მედიცინაში, ეკონომიკაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, გარემოს დაცვასა და სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. ქართულის  წიგნიერება განიხილება როგორც ქართველი ერის განვითარების წინაპირობა.
      
      პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. სასწავლო პროცესი წარმატებულია, თუ მოსწავლე  სრულფასოვნად ფლობს მშობლიურ ენას. მოსწავლეებსა  და მასწავლებლებს შორის სწავლა-სწავლების ეფექტიანად განხორციელებისათვის  უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ენის სწორად გამოყენება, მისი დახვეწა და სრულყოფა ენათმეცნიერების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

თავი I. საკვლევი თავის მიმოხილვა. კვლევის მიზნები და ამოცანები.


1.1.  ინფორმაცია სკოლის შესახებ.


            ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მაღალმთიანია ადიგენის მუნიციპალიტეტში. სკოლაში მუშაობს 23 მასწავლებელი, რომელთა 50% უფროსი მასწავლებელია. მოხის საჯარო სკოლაში სწავლობს 162 მოსწავლე. მე-7 კლასში არის 12 მოსწავლე, მათგან 2 გოგონა და 10 ბიჭი.
სკოლაში მოსწავლეთა აბსოლიტური უმრავლესობა, დაახლოებით 90 %,მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლებულ ოჯახებს შვილებია. მოსახლეობა კომპლექსურადაა დასახლებული სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში (ციხისუბანი, ნამინაური, ღორთუბანი, ზედუბანი, აფიეთი, დერცელი, კიკიბო, კეხოვანი, ჭეჭლა, ჭელა, საირმა). ისინი აგრძელებენ ცხოვრებას იმ კულტურული ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით, რაც გადმოიტანეს მაღალმთიანი აჭარიდან. სოფელ მოხის სკოლაში სწავლა სამივე საფეხურზე მიმდინარეობს. მოსახლეობა მეტყველებაში იყენებს დიალექტურ მეტყველებას, რომელიც დამახასიათებელია მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებელთათვის.

1.2.  პრობლემა და საკვლევი საკითხი.

სახელმწიფო ენის სწავლებისას ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანეს პრობლემას  თანამედროვე პედაგოგიკაში წარმოადგენს ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას  სალიტერატურო ენის ნორმების დაუცველობა და მისი აღრევა ქართულის კოლოებით. გეოგრაფიულ-რელიეფური მდგომარეობის გამო ეთნიკურ ქართველთა ენამ  ათასწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი დიფერენცირება განიცადა, ანუ დაიყო ენა- კოლოებად. როგორც ცნობილია სამეცნიერო ლიტერატურაში სამი ქართთველური და მათი ორ ათეულამდე დიალექტი მოიხსენიება.
„ქართველური ენებია: ქართული, ზანური და სვანური, ხოლო ქართულის კოლოებია: ქათლური, კახური, იმერული, აჭარული, გურული., მესხური, ჯავახური, რაჭული და სხვ“.    რამ გამოიწვია ქართულ ენაში ქართულის კოლოების აღრევა და ამით ქართული სალიტერატურო ენის ფორმათა არამართებულად გამოყენება?  რატომ ხდება ეს, ვინ არის დამნაშავე და რაში მდგომარეობს მიზეზი.  ბავშვების დიდ ჯგუფს უჭირს ქართული სალიტერატურო ენით მეტყველება, რაც გამოიხატება განსაკუთრებული სიმძაფრით საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ადამიანის საკუთარი სახელის არასწორად გამოყენებით წოდებით ბრუნვაში. საიდან მომდინარეობს ეს პრობლემა? სად ვეძებოთ პასუხი ამ კითხვაზე - ოჯახში? იქნებ სკოლამ უნდა აიღოს მთელი პასუხისმგებლობა ამ სერიოზულ პრობლემაზე. იქნებ ბავშვების ასაკობრივი თავისებურებები განაპირობებს ენის გრამატიკულ წესთა არასწორად გამოყენების პრობლემას, ან თვით ქართული გრამატიკის, როგორც ცალკე დისციპლინის გატანა თანამედროვე სკოლებიდან.
 ადამიანის საკუთარი სახელების წოდებით ბრუნვაში არასწორად გამოყენების  შედეგების სპექტრიც სოლიდურია: ენის გრამატიკის დაბალი აკადემიური ცოდნის გამოვლენა, არასწორი ზეპირი ფორმის (მაგ: იურო, მალხაზო, მურთაზო და სხვ.) წერილობით აქტივობებშიც გამოყენება, შიში არასწორი ფორმების გამოყენების და ნაკლები აქტიურობა დებატების ან  ესე ტიპის დავალებებში ჩართულობისა, სუბიექტური და დაბალი თვითშეფასება. აი შედეგი ჩვენს წინ მდგარი პრობლემისა.
წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლაში ჩატარდა. კვლევის ინიციატორი ვიყავი ამ სკოლის მეშვიდე კლასის ქართულის პედაგოგი. წინა ორი წლის მანძილზე ამ კლასის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ ერთმანეთისადმი მიმართვიანობის დროს, წოდებით ბრუნვაში საკუთარი სახელების არასწორად გამოყენების შემთხვევებით. როგორც პედაგოგი, მე ამ შეცდომებზე ყოველთვის ვრეაგირებდი და ვაძლევდი ზეპირ თუ წერილობით ინსტრუქციებს პრობლემის მოგვარებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ენის გრამატიკის ეს ფორმა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ამ კლასის მოსწავლეებისთვის და არა მარტო ამ კლასის.   დირექციასთან შეთანხმებით, მოსწავლეების, მათი მშობლებისა და კოლეგებისგან თანამშრომლობაზე თანხმობის აღების შემდეგ დავიწყეთ კვლევა. მიუხედავად იმისა რომ პრობლემა აქტუალურია და მისი ფესვები ძალიან ღრმაა და ძლიერი,  დარწმუნებული ვიყავით, რომ კვლევის შედეგები  სარგებელს მოუტანდა ყველას და ის, ამავე დროს,  მრავალმხრივი იქნებოდა, ვინაიდან არა მარტო კონკრეტულ კლასთან, მომავალშიც ამ ასაკის სხვა მოსწავლეებთან მუშაობისასაც წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება როგორც ჩვენ, ასევე ქართულის (და არა მარტო ქართულის) ნებისმიერ პედაგოგს, ვინც დაინტერესებულია და აწყდება ამ ძალზე აქტუალურ პრობლემას ჩვენი სკოლის დღევანდელ რეალობაში. წარმატებით გამოვიყენებდით კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და შემუშავებულ  რეკომენდაციებს.
ადამიანის საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვში გამოყენების დროს შეცდომების დოკუმენტალური დასაბუთებისთვის მე-7 კლასში ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება, რამაც ჩემი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაამყარა, მეტად დამარწმუნა რომ ამ კუთხით პრობლემა ნამდვილად არსებობს (დანართი 1)

 

 

 

1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.


            ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამოგვეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. პრობლემაზე ინტენსიური დაკვირვებისას გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
1.      ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა განვიხილოთ დაბალი აკადემიური მოსწრება ქართულ გრამატიკაში;
2.      გრამატიკის არასაკმარისი სწავლება თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ ასაკის მოსწავლეთა მეტყველების ფორმირებაზე;
3.      მასწავლებელთა განსხვავებული მიდგომების და მოთხოვნების აღქმა- გააზრება;
4.      ოჯახებში გამოყენებული დიალექტური მეტყველების ფორმების გამოყენება  მოზარდის სასკოლო ცხოვრებაში.
5.      უბანში, ქუჩაში, (სკოლისა და ოჯახის გარეთ) ურთიერთობებში დამკვიდრებული არამართებული ფორმების გამოყენება საკუთარი სახელი მიმართვების დროს;
6.      ინტერნეტ სივრცეში, სტელევიზიო გადაცემების დროს (სკეჩი, ვიდეო, ) გრმატიკულად არასწორი ფორმების გამოყენება.

მაინტერესებდა ჩემს მიერ ჩამოთვლილი სავარაუდო მიზეზებიდან რომელს მიიჩნევდა პრობლემის გამომწვევ მიზეზად პედაგოგიური კოლექტივი, ამიტომ ჩავატარე გამოკითხვა პედგოგებში (დანართი 2)


1.4.  კვლევის მიზანი

 მეშვიდე კლასის მოსწავლეებში წოდებით ბრუნვაში საკუთარი სახელის არასწორად ხმარებას მიზეზების დადგენა.  შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, მათი განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.


1.5. კვლევის ამოცანა

            კვლევის ამოცანაა პასუხი გავცეთ შემდეგ  კითხვებს:
კვლევის მთავარი კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს წოდებით ბრუნვაში საკუთარი სახელის სწორად წარმოთქმაში?

 

1.6. საორიენტაციო კითხვები



კვლევის ამოცანის პასუხის მისაღებად საწყის ეტაპზე შევადგინე კითხვები, რათა მიმეღო პასუხი იმ კითხვაზე რაც კვლევის მთავარ მიზნად ჩამოვაყალიბე
პირველი, რათა დამედგინა საიდან იღებდა სათავეს აღნიშნული პრობლემა,  ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოვკითხე  მე-7 კლასის მოსწავლეები:
კითხვა შემდეგში მდგომარეობდა:
საიდან მომდინარეობს გრამატიკულად არასწორი ფორმების (ადამიანის საკუთარი სახელის არასწორი გამოყენება წოდებით ბრუნვაში) გამოყენება თქვენს ჩვეულებრივ ყოფაში, სასკოლო ცხოვრებასა და სწავლა-სწავლების პროცესში;
(შემოხაზეთ ერთ-ერთი ვარიანტი)

ა) გრამატიკის არასაკმარის ცოდნისაგან;

ბ) დიალექტური მეტყველების ზეგავლენით ( თქვენი მშობლები, ოჯახის წევრები ადამიანის საკუთარ სახელს წოდებით ბრუნვაში არასწორად წარმოთქვამენ და თქვენც მათი ზეგავლენით ასე წარმოთქვამთ).

ამის შემდეგ ანკეტირების ფორმის გამოყენებით გამოვკითხე მე-7 კლასის მოსწავლეების დაწყებით კლასების მასწავლებლები, რათა დამედგინა, როგორი იყო მდგომარეობა მაშინ, როცა მოსწავლე ძირითადად იმ სტილითა და ლექსიკით საუბრობს, როგორც მათი მასწავლებელი, გამერკვია რა ხდებოდა ე.წ. მიმბაძველობის პერიოდში
კითხვები დაწყებით კლასების პედაგოგებისთვის:
კითხვა:1. როგორი იყო გასულ წლებში კლასში ქართული გრამატიკული ნორმების ცოდნა საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში გამოყენების დროს?
ა. იყო თუ არა საუბრისას გრამატიკული ნორმები დაცული?
ბ. უშვებდნენ თუ არა მსგავს შეცდომებს სწავლის დაწყების საფეხუზე, როცა მოსწავლეები საუბარს ძირითადად მასწავლებლისგან სწავლობენ, ბაძავენ?
გ. ყველა უშვებდა საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში ხმარებისას შეცდომას, თუ მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილი?
დ. უშვებდნენ შეცდომას ე.წ. სუსტი მოსწავლეები, თუ ეს არ იყო განპირობებული სწავლის ხარისხით?
დანართი 4.
შემდეგ ეტაპზე, ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოვკითხე სკოლის ყველა პედაგოგი. კითხვები ასე ჩამოვაყალიბე:
კითხვა:  როგორ შეიცვალა წელს მოსწავლეთა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
ა. მთელს კლასში  იმატა შემთხვევებმა საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში არასწორად გამოყენებისა?
ბ. როგორია აღსაზრდელების შეხედულება ამასთან დაკავშირებით?
გ. რას ფიქრობენ პედაგოგები - ყველა მათგანი ამჩნევს მსგავს პრობლემას, კლასთან მუშაობის პროცესში, თუ არის გამონაკლისებიც?
დ. როგორია მათი დამოკიდებულება, მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით?
ე. რამდენად თვითკრიტიკულები არიან ისინი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის მიმართ, ხედავენ თუ არა ხარვეზებს  სწავლების პროცესი მათ საგნებში?
 კითხვა:  რა სირთულეებს აწყდებიან საკუთარი სახელის სწორად წარმოთქმის დროს?
ა. რა არის თითოეული მათგანისათვის შეცდომის დაშვების მამოტივირებელი ფაქტორი?
ბ.აქვთ თუ არა ინტერესი პრობლემის მოგვარების?
გ. საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში წარმოთქმის არასწორ ფორმას იყენებენ სახლშიც, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, თუ მხოლოდ სასკოლო სოციუმში?
დ. ცდილობენ სახელის სწორად წარმოთქმას თუ ეს მათი ბუნებრივი ფორმა და გარემოა?
ე. ეძლევათ თუ არა შენიშვნები სახელის არასწორად წარმოთქმისას სხვა პედაგოგების მიერ?
კითხვა: რამდენად ორგანიზებულები არიან ზოგადად (შინ და სკოლაში)?
ა. სკოლაში შეცდომებს ნაკლებად უშვებენ, ან აქვთ მცდელობა წოდებით ბრუნვაში მიმართვის დროს სახელის სწორად წარმოთქმისა?
ბ. ოჯახში ამას არ აქცევენ ყურადრებას?
გ. აქცევენ მაგრამ ოჯახური გარემო ხელს არ უწყობთ?
დ. როგორია მათი ნებელობა, შეუძლიათ თუ არა საკუთარი თავის ფლობა (გარკვეული დოზით)?
კითხვა: რა როლს თამაშობენ მშობლები მათ ცხოვრებაში, აძლევენ თუ არა შენიშვნებს მიმართვის დროს სახელის არასწორად წარმოთქმისას?
ა. აძლევენ ზოგჯერ;
ბ. არ აძლევენ შენიშვნებს;
გ. აძლევენ, მაგრამ არასაკმარისად, ან არასწორად;
დ. მშობლებიც იგივე შეცდომებს უშვებენ, რასაც ბავშვები.
კითხვა:  სწორად იყენებენ გრამატიკულ ფორმებს, მხოლოდ იმ მასწავლებლის გაკვეთილებზე, რომლებიც ამ შეცდომებზე რეაგირებენ?                                                              
კითხვა:  დავადგინოთ, საიდან მოდის საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში არასწორი მიმართვის პრობლემა?
ა. დიალექტური მეტყველებიდან;
ბ. პრობლემას განაპირობებს გარემო (მსგავს შეცდომებს უშვებს არა მარტო აჭარიდან ჩამოსახლებული ოჯახების შვილები, არამედ რაჭიდან გადმოსახლებული ოჯახების შვილებიც, თუმცა კლასში ასეთი 1 მოსწავლე სწავლობს, ისიც ანალოგიური პრობლემებით)
კითხვა: რამდენად არის პრობლემა აქტუალური სკოლის სხვა კლასებში?

         კითხვები პედაგოგებისთვის
1.      მიაჩნიათ თუ არა, რომ მეშვიდე კლასში მოსწავლეთა სასაუბრო ტერმინოლოგია ამცდარია ქართულ გრამატიკულ ნორმებს, განსაკუთრებით კი თვალშისაცემია ადამიანის საკუთარი სახელის არასწორად გამოყენების შემთხვევები მიმართვის დროს?
2.      აქცევენ თუ არა ყურადრებას გრამატიკული ფორმების შეუსაბამო გამოყენებას მოსწავლეთა მეტყველებაში?
3.      რეაგირებენ თუ არა მოსწავლეთა შეცდომებზე, აძლევენ თუ არა შესაბამის მითითებებს?
4.      თავადაც ხომ არ მიმართავენ მოსწავლეს წოდებით ბრუნვაში არასწორი ფორმით?
5.      უფიქრიათ თუ არა საიდან მოდის ეს პრობლემა, და რა შეიძლება იყოს მისი გამოსწორების გზა/გზები?
6.      თუ რეაგირებენ სახელის არასწორად მიმართვის დროს და როგორია მათი მიმართვის ტონალობა; მკაცრი, თავაზიანი თუ ოფიციალური?
7.      რამდენად იყენებენ არასწორ ფორმებს სოციუმთან ურთიერთობისას?

 



თავიII
პრაქტიკული კვლევის არსი
 პირადი პედაგოგიურო პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე საკვლევი პრობლემა- თუ რა განაპირობებდა მოსწავლეებში საკუთარი სახელის არასწორად წარმოთქმას წოდებით  ბრუნვაში და რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი გადაჭრის გზები?
 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში კვლევის კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში(პროფესიული განვითარება, მუხლი133,1). მასწავლებელს შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად(პროფესიული განვითარება, მუხლი139,2).
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს.ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა. ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.
 პრაქტიკული კვლევა არის საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ შედეგიანი პროცესი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობით, ერთობრივი ძალით განხორციელებულ ქმედებებს. კვლევაში ჩართული მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა პიროვნებები ერთიანდებიან, უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, პატივს სცემენ და ითვალისწინებენ სხვის აზრს. იღებენ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად მოიმკიან თავიანთი შრომის ნაყოფს-სასურველ შედეგს აღწევენ.

თავი III. ლიტერატურის მიმოხილვა


3.1. ქართული გრამატიკა. მართლწერისა და მართმეტყველების საკითხები
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ გავეცანი იმ გრამატიკულ ენობრივ ნორმებს, რომლებიც ქართული ენათმეცნიერების საფუძვლებს წარმოადგებს, საორიენტაციოდ ავიღე სასკოლო სახელმძღვანელოები ა. შანიძე, ლ. კვაჭაძე. მე-6 კლასის სახელმძღვანელო. „საკუთარ სახელთა ბრუნება“, „წოდებით ბრუნვაში ადამიანის საკუთარი სახელი ფუძის სახით უნდა ვიხმაროთ. მაგ. ასმათ! ეთერ! არჩილ! ანზორ! გურამ! ვახტანგ! ნუგზარ! პეტრე!  (და არა ასმათი! ეთერი! არჩილი! ანზორი! გურამო! ვახტანგი! ნუგზარო! პეტრევ!)“
 ადამიანის საკუთარ სახელთა ბრუნება თანამედრივე ქართულში ნაწილობრივ განსხვავებულია ძველი ქართულისაგან. „ძველად ამ სახელებს მოეპოვებოდათ მხოლოდ ხუთი ბრუნვა : სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი და წოდებითი. ამათგან სამი ბრუნვა -“ სახელობითი, მოთხრობითი და წოდებითი ერთი ფორმით, ფუძის სახით იყო წარმოდგენილი“
თანამედროვე ქართულში სხვა მდგომარეობაა „ადამიანთა საკუთარი სახელები ბრუნების მხრივ საზოგადო სახელებს გაუთანაბრდა. ძველი ვითარება მხოლოდ მხოლოდ წოდებითში შემოგვრჩა “. აქვე საუბარია პირთა სახელებზე ფუძეების მიხედვით,. ფუძეხმოვნიან და ფუძეთანხმოვნიან სახელებზე. ი ფუძეხმოვნიანი სახელების  წარმოთქმისას ვლინდება გრამატიკული შეცდომები: „ი ფუძიანი სახელების ანალოგიით ფუძეთანხმოვნიან საკუთარ სახელში ზოგიერთებს სახელობითი ბრუნვის ნიშანი  ი ფუძისეული ხმოვანი ჰგონიათ, რაც იწვევს ასეთ შეცდომებს: მოთხრობითში ამელიმ ჰკითხა, ეთერიმ უთხრა ....მიცემითშ: აბელის ვკითხე, ეთერის ვთხოვე. ასეთი შეცდომაა მოსალოდნელი წოდებით ბრუნვაში . მიმართვისას ხშირად ასე ამბობენ. აბელი! ეთერი! და სხვ. (ეთერი , წიგნი მათხოვე!) ამ საკუთარ სახელებში  ი ფუძისეული არ არის , სახელობითი ბრუნვის ნიშანია“ -გიორგი შალამბერიძე „ქართული მართლწერა“
შემდეგი სახელმძღვანელო, რომელიც კვლევისას გამოვიყენე ლიტერატურის მიმოხილვის თვალსაზრისით იყო ავთანდილ არაბულისა და ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელო. ტექსტი კონკრეტულ გრამატიკულ საკითხთან დაკავშირებით იგივე იყო, კერძოდ: „პირთა სახელები წოდებითში ნიშანს არ დაირთავენ (ანა! რატი! დავით!) “
ცნობისათვის, საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს
„საკუთარი სახელებია:
- ადამიანთა (პირთა) სახელები, ანუ ანთროპონიმები, ( აქვე იგულისხმება გვარები, ფსევდონიმები, ზედმეტსახელები);
- გეოგრაფიული სახელები, ანუ ტოპონიმები;
- პლანეტისა და ციური სახელების სახელები;
- წელიწადის დროთა სახელები, თვეები, კვირეები, დღეები;
- მხატვრული ნაწერმოების სატაურები, ჟურნალ-გაზეთების, ფაბრიკა-ქარხნების, სხვადასხვა დაწესებულებების სახელები;
- ცხოველთა სახელები.“ –„ქართული მართლწერის წესები და სავარჯიშოები“ დარეჯან თვალთვაძე, ნანა გაფრინდაშვილი.
გრამატიკული წესი, წოდებით ბუნვაში ადამიანის საკუთარი სახელის სწორი ფორმით წარმოება სინტაქსის თვალსაზრისით არის მიმართვა, მიმართვის დროსაც პირის სახელის წარმოებასთან დაკავშირებული წსეი იდენტურია, აქაც მისამართი სახელი წოდებით ბრუნვაში დგას.
 „განკერძოებულ ან სიტყვას, ან სიტყვათა შეკავშირებას, რომელიც აღნიშნავს მისამართ პირს, მიმართვა ჰქვია. მაგ: შენ იცნობ კარგად, სოლომონ, ჩემს გულს. მიმართვაა სოლომონ. ...
 მოუბარი  (პირველი) პირი ზოგჯერ თავისთავსაც მიმართავს. ამ შემთხვევაში მიმართვად თვით მოუბარი პირის სახელია.“ ლეო კვაჭაძე „ თანამედრობე ქართული ინის სინტაქსი“. აღნიშნულიდან გამომდინარე მისამართი პირი წოდებით ბრუნვაში ჩადგება და არ დაირთავს ბრუნვის ნიშანს, მაგ: ეხ, ჩემო თემურ, შენი სიზმარი ცხადდება! 
აღნიშნულთან დაკავშირებით უამრავი ლიტერატურა არსებობს, გრამატიკის ამ წესთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება არ არსებობს, ამიტომ აღარ ჩავთვალე სხვა გრამატიკული წყაროების მოშველიება ამ თვალსაზრისით
3.2. ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები

გრამატიკული წესების განხილვის შემდეგ ვიმუშავე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებზე, სადანაც ამოვკრიბე ის ძირითადი ვალდებულებები და მიმართულებები, რაც გვავალდებულებს ქართული გრამატიკის ნორმების დაცვასა და სწორ გამოყენებას, აქცენტი გავაკეთე ბუნებრივია პირთა სახელების სწორად წარმოთქმასა და გამოყენებაზე, კერძოდ:
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016. მოქმედი რედაქცია

კარი III
საგნობრივი პროგრამები
თავი XI

             საგნობრივი პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
1. ზოგადი ნაწილი
ა) შესავალი
            ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.

ბ)  ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნები და ამოცანები

პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:

·         განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·         გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;


საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

·         სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
·         მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
·         ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;

შემდეგ,მ ვინაიდან ჩემი კვლევის სამიზნეე ჯგუფს მე-7 კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ ავიღე ამ კლასის სტანდარტი:
ქართ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველე-ბის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
-       ამოიცნობს და იყენებს ზეპირი თხრობის დამახასიათებელ ნიშნებს
-       განასხვავებს და მართებულად იყენებს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის (სასაუბრო, ოფიციალურ-საქმიანი) დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს;

პროგრამის შინაარსი


შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1.     ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
            ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება. გრამატიკის სწავლებაში უპირატესობა ენიჭება ფუნქციურ-სემანტიკურ მიდგომას, რაც ენობრივი მოვლენების ღრმა და მრავალმხრივ შესწავლას გულისხმობს მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით; ენის გაკვეთილებზე ყურადღება უნდა დაეთმოს არა მხოლოდ ენის სისტემის აღწერა-კლასიფიკაციას, არამედ სამეტყველო ამოცანის შესატყვისი სწორი, აზრობრივად ზუსტი, სტილისტურად და სიტუაციურად მართებული ენობრივ-გამომსახველობითი ხერხების ძიებას. შესაბამისად, გრამატიკული მასალა უნდა შეირჩეს იმ სამეტყველო ამოცანების გათვალისწინებით, რომლებიც მითითებულია სტანდარტში და, ბუნებრივია, უნდა ისწავლებოდეს არა იზოლირებულად, არამედ შესასწავლი ტექსტების სტილურ და შინაარსობრივ მახასიათებლებთან ერთად.

ძირითადი თემატიკა:
         ზოგადი ცნობები ქართული ენის შესახებ. ქართული ენის ბუნება. ქართული ენის ადგილი მსოფლიო ენათა სისტემაში. ქართული ანბანი და მისი სახეები. ქართული და მისი მონათესავე ენები; ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები.

3.3. სხვა კვლევები, პარალელები, განსხვავებები
ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა ჩემი საკვლევი თემის შესახებ არსებული რესურსების შესწავლა-დამუშავება, რათა გამეგო სხვისი მოსაზრებები ჩემი საკვლევი თემის შესახებ და დამხმარებოდა მიღებული ინფორმაცია კვლევის არსის სწორად გაგებასა და მომავალი ინტერვენციების სწორად და ეფექტურად დაგეგმვაში.
გივი ხორანული თავის მონოგრაფიაში „ორიოდე სიტყვა ადამიანთა საკუთარ სახელებზე“  საუბრობს გრმატიკულ და დიალექტურ ფორმებზე საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში ხმარებიასა, მკვლევარ არნიშნავს, რომ თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების მიხედვით თანხმოვანფუძიან ადამიანთა საკუთარ სახელებს წოდებითი ბრუნვის ნისანი არ უნდა, ისინი ფუძის სახით არიან წარმოდგენილი: ნოდარ! დავით! ვახტანგ! (და არა ნოდარი! დავითი! ვახტანგი!) დიალექტებში და აქედან ზოგიერთი მწერლის ნაწარმოებში, აღნიშნავს ავტორი, გხვდება წოდებითის ნიშნიანი ფორმები: ნოდარო! დავითო! ვახტანგო! აქვე დასძენს , რომ სალიტერატურო ქართული ენის ნორმებისავე მიხედვით ხმოვან ფუძიან ადამიანთა სახელებსაც არ დაერთვის წოდებითი ბრუნვის ნიშანი. ისინი ფუძის სახით არიან წარმოდგენილნი: ნათელა! ვანო! ნუნუ, გიორგი! ივანე! დიალექტებში დაირტავენ: ნათელავ! ნათელაუ! ვანოვ, ნუნუვ, გიორგივ!
ასეთი ფორმები ჩვენი კლასიკოსების ნაწარმოებებშიც მრავლად გვხდება, ამიტომ მათი ხმარების მკაცრად შეზღუდვა არასწორად მიგვაჩნია, განაგრძობს განაგრძობს ბატონი გიგი, რადგან ამით ხდება ქართული ქართული ენის მრავალფეროვნების ხელოვნურად შეზღუდვა და გამარტივება, განსაკუთრებით უმარტებულოა შეზღუდვა ხალხის მეტყველებაში ძალზე გავრცელებული ფორმებისა წოდებითში, სხვათაშორის ასეთი ფორმები ამდიდრებს ენას, თუმცა ენის კანონმდებელნი ამის საშუალებას არ იძლევიან. რა თქმა უნდა სალიტერატურო ენას შერყვნისაგან დაცვა სჭირდება, არც მაინცდამაინც დიალექტების მოძალებაა კარგი, მაგრამ ენის ტენდენციებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაც უაზრობაა, ისინი მაინც თავისას გაიტანენ და გატანილიც აქვთ, მხოლოდ შეფასდება და სათანადო ადგილის მიჩენაა საჭირო. უნდა ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი დიდი მოაზროვნეების გამონათქვამები, რომ ხალხია ენის მშობელი , გამზრდელი და კანონმდებელი.
 კვლევის მომენტში გაზეთ „ახალ განათლებაში“ 21-27.03. 20119 წ. დაიბეჭდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულას თემურ ზაქარაძის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგის თამაზ აბულაძის კვლევა „დიალექტური ხარვეზების დაძლევისათვის“ . მკვლევარ პედაგოგს ძირითადად მსჯელობა მიჰყავს დიალექტური მეტყველების გამოყენების პრობლემებზე სასწავლო  პროცესში, თუმცა კვლევისას ცალკე აქვს გამოყოფილი საკითხი პირტა სახელების არასწორ გამოგენებაზე წოდებით ბრუნვაში. მკვლევარს, იმის საჩვენებლად თუ როგორ აკავშირებდა ერთმანეთთან გრამატიკისა და დიალექტის საკითხებს  განიხილავს რამდენიმე შემთხვევას:
 ბრუნვისა და რიცხვის სწავლების დროს ყურადღებას ამახვილებს იოტიან ფორმაზე სახელობით ბრუნვაში. მოჰყავს მაგალითები აჭარელის მიერ ამ კონტექსტში წარმოთქმული სახელებისა: რამაზაი, დავითაი, ნინოი, კახაი. მკვლევარი აღნიშნულის გასასწორებლად მოსწავლეებს უხსნის იოტას გამოყენების არალიტერატურულობას. აქვე დასზენს:  „უფრო საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის წოდებით ბრუნვაში ადამიანის საკუთარი სახელების ბრუნვის ნიშნებით წარმოება: მალხაზო-მალხაზავ, რომანო-რომანავ, ნინოვ, ნანავ და ა.შ. ამ დიალექტური ხარვეზების დაძლევა მოსწავლეებმა უფრო იოლად შეძლეს“ დასძენს ბატონი თამაზი.
3.4. სალიტერატურო ენა და დიალექტური მეტყველება

ამის შემდეგ როცა გამოიკვეტა კვლევის პროცესში პრობლემის წარმოშობის საფუძველი და ის დიალექტური მეტყველების ზეგავლენით განისაზღვრა, გადავწყვიტე თვალი გადამევლო ქართული დიალექტოლოგიისთვის და განსაკუთრებით შევხებოდი აჭარულ, ზოგადად დასავლეთ საქართველოს დიალექტებს.
 აქვე მოკლედ განვმარტავთ დიალექტის ცნებას:
დიალექტი - (ბერძნული dialektos – ლაპარაკი, თქმა, კილო), კილო, ენის ვარიანტი, რომელზეც მეტყველებს ენობრივი კოლექტივის ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ნიშნთ გამოყოფილი ჯგუფი. დიალექტად განიხილება აგრეთვე სოციალური ან პროფესიული წრეებისათვის დამახასიათებელი მეტყველება“
ტერიტორიულ დიალექტს ენის სხვა დიალექტთან  (დიალექტებთან) და სალიტერატურო ენესთან გარკვეული მსგავსების ფონზე აქვს ნაწილობრივ განსხვავებული ფონოლოგიური მორფოლოგიური, სინტაქსური და ლექსიკური სისტემები, დამახასიათებელი ინტონაციური ქარგები.“ -გიორგი ცინცაძე, იზაბელა იზაბელა ქობალავა „დიალექტი“.
სხვადასხვა მეცნიერთა მოსაზრება სხვადასხვანაირია საქართველოში დამკვიდრებული დიალექტებისა და მათი ოდენობის შესახებ. მაგალითად:
აკაკი შანიძე 6 დიალექურ ჯგუფა გამოყოფს:
1. ფხოური: ხევსურული, მოხეური, თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური (ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ დიალექტებთანმოხეურთან, ფშაურთან, ხევსურულთან); 3.ქართლურ-კახური (ორივე ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4. დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური
შოთა ძიძიგური გამოყოფს 5 დიალექტურ ჯგუფს:
1. ინგილოური, ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური; 4. ზემოიმერული, ქვემორაჭული, ქვემოიმერული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული.
ბესარიონ ჯორბენაძე:
 მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: )მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, ) სამხრეთ-დასავლური დიალექტიმესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: )ზემო ზონის დიალექტირაჭული, ) შუა ზონის დიალექტებიიმერული და ლეჩხუმური, ) ქვემო ზონის დიალექტებიგურული და აჭარული.
აღარ გავაგრძელებ მსგავს მიმოხილვებს, აღვნიშნავ რომ როგორც ჩამონათვალიდან ჩანს აჭარული დიალექტი ერთ-ერთი თვითმყოფადი დიალექტია და მისი გავრცელების არეალი ძალიან დიდი, ის საქართველოს საზღვრებსაც სცდება და მეზობელი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილსაც მოიცავს, სახელდობრ აჭარული დიალექტი საქარტველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია აჭარის აავრტონომიური რესპუბლიკის ხუთივე მუნიციპალიტეტში: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქადა, შუახევი და ხულო. აჭარული დიალექტი იყოფა ზემო და ქვემო აჭარულად: ზემოაჭარული მოიცავს ხულოს, შუახევის, ქედის და, ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონებს; ქვემოაჭარულიხელვაჩაურსა და ქობულეთს.
აჭარული დიალექტი ვრცელდება ნაწილობრივ გურიის მხარეში და სამცხე-ჯავახეთის ნაწილში, ანუ ჩვენთან. ჯავახეთის ტერიტორიაზე აჭარული დიალექტის გავრცელება განაპირობა აჭარიდან მოსახლეობის მიგრაციამ ჯავახეთის სოფლებში, როგორებიცაა: სპასოვკა, გოროლოვკა, არლოვკა, ჩუნჩხა, აფნია. ჩვენთან კი აჭარული დიალექტის გავრცეწლების არეალი შედარებით დიდია, აჭარული დიალექტი გავრცელებულია აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში, როგორებიცაა ადიგენის მუნიციპალიტეტში: ზანავი, გომარო, ზარზმა, ტყისუბანი, კახარეთი, --- საირმე, ჭელა, ჭეჭლა, მოხე, კეხოვანი, ციხისუბანი, ღორთუბანი, ზედუბანი, აფიეთი, ნამინაური, დერცელი, კიკიბო. აჭარული დიალექტი თვით აჭარის ტერიტორიაზე იყოფა ზემო და ქვემო აჭარულ დიალექტებად, აღნიშნული მოსახლეობა გადმოსახლებულია ჩვენს რეგიონში ხულოს მუნიციპალიტეტიდან, გამომდინარე აქედან ჩვენს მოსახლეობაშიც გაბარტონებულია ზემო აჭარული დიალექტი. ამ კუთხის დიალექტის შესახებ თედო სახოკია, რომელმაც 1897 წელს აჭარაში იმოგზაურა, აღწერ აჭარელთა ყოფა, მათ შორის მათი ენობრივი მხარეც:
თურქთა ბატონობას, მართალია, ქრისტიანობა განუდევნია აჭარიდან და აჭარლები ძლიერ მმოსავნი გამხდარან მაჰმედისა, მაგრამ ქართული ენა მაინც შეუნარჩუნებიათ. ერთმანეთში სულ ართულად ლაპარაკობენ. მაგრამ ყური უნდა შეაჩვიოთ. პირველ ხანში გიძნელდებათ მათი ნათქვამის გაგება. დიდი განსხვავებაა გურულ სხაპასხუპით ლაპარაკსა და აქაურების დინჯ ლაპარაკს შორის. ამ მხრივ აქაური ქართლელს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე დასავლეთ საქართველოს მკვირცხლ მკვიდრსა. თვითონ ნელი მიმოხვრა, აუჩქარებლობა მათს ლაპარაკს შეეხამება. პირველ რიგში როგორც მე მიჭირდებოდა მათი ნათქვამის გაგება, ისე იმათაც ჩემი ნალაპარაკევის გაგება უჭირდებოდათ. ერთი ამათგანი ქართლში ყოფილა და მითხრა, პირველად სანამ კარგად არდავუყურებდი“, ვერ ვიგებდი იქაურების ლაპარაკსაო. ეგ სიძნელე იმისგან წარმოსდგება, ჩვენი აზრიტ, რომ ზოგი სიტყვების ქართული სახელწოდება დაჰვიწყებიათ და თურქულ სახელებს ეძახიან. ასეთი სიტყვა როცა ფრაზაში გაერევა, ხანდახან მთელი ფრაზის შინაარსი გაუგებარი რჩება მსმენელისათვის. ხშირად ხმარობენ სიტყვა ბა-, რაიცა ნიშნავს კიჰომაშ-. პირველი პირის ნაცვალ სახელს მე- ბოლოს ნა- უმატებენ ლაპარაკის დროს, როგორც ქართლის ზოგიერთ სოფელში იციან ხოლმე, მაგ. ამ ფრაზას: „მე გითხარი“, აჭარელი ასე იტყოდამენა გითხარი“. ამბობენ აგრეთვე, ისიც ქართლელების მსგავსად, რამდენის მაგიერ რამითი-მოხეევეების მსგავსად ხშირად ურევენ ლაპარაკში ჰაიჰაი-, ესე იგი, მაშ, ჰო. აქვე შევხვდებით ბევრ სიტყვებს, რომელნიც ან ძველ ქართულში ან კიდევ სამეგრელოში ხმარობენ. მაგალითად, შარვალს სამეგრელოში ძიგვა- ეძახიან; ამავე სახელს ეძახის აჭარელი ტანისამოსის ამ ნაწილს, მხოლოდ მცირეოდენის ცვლილებით, სახელდობრ ძიგვა- (- მაგივრად -ნია ხმარებული). სხვათა შორის, აქვეა დარჩენილი ძველი, საღმრტო წერილის სიტყვა, რომელიც რამდენადაც ვიცით, საქართველოში სხვაგან არსად იხმარება, ან და ჩვენ მაინც არ გაგვიგონია. არის საეკლესიო ნივთის, ფეშხუმის სახით გაკეთებული ხის ჭურჭელი, რომელიც სუფრის ალაგს იხმარება აქ და სახელადაც ფეშხუმი ჰქვიან. — მრგვალია, როგორც ფეშხუმი და იმასავით მრგვალი ფეხი აქვს შუაზე დიამეტრი ზოგს ორიდან სამ მტკაველამდე აქვს. ზედ აწყობენ საჭმლიან სპილენძის სინებს სადილ-ვახშმის დროს და მოსუფრალნი გარს შემოუსხდებიან. ჩვენი ყურადრება ძველი ქართულის ფორმამაც მიიქცია. არ იტყვიან: „მე არაფერი მეკარგება“, არამედ ასე უნდა თქვან: „მე არაფერი მეკარგების“. ლაპარაკში აქაურები მეტად თავაზიანები არიან. არ შეიძლება რამე თქვან, რომ არ დაატანონ: „ბატონი“, „ბრძანდები“, „თუ უკაცრავად არ გახლდეთდა ბევრი სხვა საბოდიშო სიტყვები, რომელნიც ქართული ენის ნიშანდობლივს თვისებას შეადგენენ. ქალებმა ოსმალური არ იციან. მხოლოდ ქართულად ლაპარაკობენ და მიამბეს, წმინდა ქართული ენა ქალებში უფროა დაცულიო.“ უაღრესად საინტერესოა სახოკიასეული ეს ჩანაწერი. მინდა აღვნიშნო რომ წერილში აღნიშნული ფორმები დრესაც უცვლელად გვხდება ზემო აჭარულ დიალექტებში. ასეა ჩვენთანაც.  რაც შეეხება ჩვენი კვლევის მიზანს და პრობლემას, დიალექტურ ფორმებში ნებისმიერი პირის სახელი, ხმოვანზე იქნება ის დაბოლოებული თუ თანხმოვანზე ფორმაცვლილად გამოიყენება. მაგ. წოდებით ბრუნვაში ამ დიალექტში პირტა სახელებს ემატება ო ხმოვანი, ზოგჯერ კი ვ თანხმოვანი. იშვიათია რომ აქ მიმართვის დროს სახელები შემდეგნაირად არ წარმოთქვან: თემურო, ნანულო, მურადო, ვახტანგო, გიავ, ნიკავ, თამაზო, ბადრო, რომანო, მზიავ და სხვ.



თავი IV. მეთოდოლოგია
4.1 კვლევის ვადები
  კვლევა დაიწყო 2019 წლის თებერვალში,  დასრულდა 2019 წლის ივნისში; ...
მარტი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი

კვლევის დაგეგმვა- საკითხის შერჩევა





დიაგნოსტიკური ტესტირება


ü   


შეხვედრა ფოკუს ჯგუფთან

ü   



მოსწავლეთა გამოკითხვა

ü   



კითხვარი 1-2

ü   




კითხვარი 3-4

ü   



მასწავლებლების გამოკითხვა









კითხვარი 1-2




კითხვარი 3-4


ü   




მშობლებზე დაკვირვება


ü   






ლიტერატურის დამუშავება

ü   





მასწავლებელბის გამოკითხვა ინტერვენციისთვის


ü   



მონაცემების ანალიზი.


ü   
ü   


ინტერვენციების განხორციელება


ü   
ü   


ინტერვენციების შედეგების ანალიზი





პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან



ü   


კვლევის ანგარიშის გამოქვეყნება, რეფლექსია, ატვირთვა



ü   
ü   



4.2.   სამიზნე ჯგუფი:

·         მე-7 კლასის მოსწავლეები;
·         მე-7 კლასის მოსწავლეთა მშობლები;
·         მე-7 კლასის მასწავლებლები.
·         სკოლის მასწავლებლები, სხვა თანამსრომლები
4.3 კვლევის მეთოდები
·         დიაგნოსტიკური ტესტი (სამიზნე ჯგუფის)
·         გამოკითხვა- გასაუბრებით (ფოკუს ჯგუფების)
·         კითხვარები (სამიზნე ჯგუფის)
·         დაკვირვება (სამიზნე ჯგუფი)

4.4. შერჩევა - ნაწილობრივი შერჩევა.

ვინაიდან სკოლა მრავალრიცხოვანია, გამოვიყენე ნაწილობრივი შერჩევა. საკვლევი პრობლემის შესასწავლად კვლევაში მონაწილეობდა: 12 მოსწავლე, 12  მშობელი და 20 მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია.

4.5. მონაცემების შეგროვება და კვლევის დღიური..

             გამოვიყენე კვლევის რამდენიმე მეთოდი: დიაგნოსტიკური ტესტირება, ანკეტირება, ფოკუს ჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუ. დამატებით გამოვიყენეთ დაკვირვების მეთოდი.
როგორც კვლევის დასაწყისში აღვნიშნე კვლევის მიზანი იყო დამედგინა, თუ რა განაპირობებს მეშვიდე კლასის მოსწავლეებში საკუთარი სახელის არასწორად ხმარებას წოდებით ბრუნვაში, ამიტომ კვლევის საწყის ეტაპზე მე-7 კლასის მოსწავლეებში ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება. მსურდა ჩემს მიერ დანახული პრობლემა დაფიქსირებულიყო დოკუმენტალურად


Ø  დიაგნოსტიკური ტესტირება  მეთოდს მივმართე, რათა დამედასტურებინა არსებული პრობლემა დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებამდე. მოსწავლეებს დავურიგე სამუშაო ტესტები, სადააც უნდა შეესრულებინათ შემდეგი დავალება: ტესტის პირველ სვეტში სახელობით ბრუნვაში დასმული  ადამიანის საკუთარი სახელები ჩაესვათ წოდებით ბრუნვაში, სპეციალურად გამოყოფილ ველებში. სწორი ორიენტაციისთვის ნიმუშისთვის პირველი სახელი მე ჩავუსვი წოდებით ბრუნვაში სწორი ფორმით ყველა მოსწავლეს მიეცა ერთნაირი დავალება და - ერთი და იგივე დრო; (მოსწავლეთა ნაწილმა სამუშაო დანიშნულ დროში სეასრულა, ნაწილს კი გაუჭირდა განსაზღვრულ დროში ჩატეულიყო.  (დანართი 1).

Ø  ჩაღრმავებული ინტერვიუ მე-7 კლასის მოსწავლეებთან, რამაც საშუალება მოგვცა დეტალური ინფორმაცია მიგვეღო მოსწავლეებისაგან და გაგვეცა პასუხი კითხვებზე:    საიდან მომდინარეობს გრამატიკულად არასწორი ფორმების (ადამიანის საკუთარი სახელის არასწორი გამოყენება წოდებით ბრუნვაში) გამოყენება თქვენს ჩვეულებრივ პრაქტიკაში, სასკოლო ცხოვრებასა და სწავლა-სწავლების პროცესში;

ა) გრამატიკის არასაკმარის ცოდნისაგან;
ბ) დიალექტური მეტყველების ზეგავლენით ( თქვენი მშობლები, ოჯახის წევრები ადამიანის საკუთარ სახელს წოდებით ბრუნვაში არასწორად წარმოთქვამენ და თქვენც მათი ზეგავლენით ასე წარმოთქვამთ).
(დანართი 2).

Ø  მასწავლებელთა  გამოკითხვისთვის  ანკეტირების  მეთოდს მივმართე, რათა პასუხი კვლევის მტავარ კითხვაზე თუ რა განაპირობებდა მე-7 კლასის მოსწავლეებში საკუთარი სახელის არასწორად გამოყენებას წოდებით ბრუნვაში. მიმეღო პასუხი კითხვებზე რა იყო ამის მიზეზი, მასწავლებლების აზრი გამეგო ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მათ ჩემს მიერ შეთავაზებული  6 ვარიანტიდან უნდა შემოეხაზათ სამი, მათ მიერ შერჩეული, ამ მეთოდით შევძელი პედაგოგების მოსაზრების გაგება ცემს საკვლევ თემასთან დაკავშირებით. მასწავლებლის ანკეტებისთვის შერჩეული კითხვები მოცემულია (დანართი 3.)

Ø  მე-7 კლასების მასწავლებლებთან  ინტერვიუ  ამ მეთოდს მივმართე, რათა გამეგო რამდენად იყენებენ არასწორ ფორმებს პირთა სახელების წარმოთქმისას როგორც მე-7 კლასის მოსწავლეები, ასე სხვა კლასის მოსწავლეებიც მათ საგაკვეთილო პროცესში. მინდოდა მეტი ინფორმაცია მიმეღო მე-7 კლასის სხვა პედაგოგებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად იყო ეს პრობლემა მათ სამუშაო სხვა კლასებშიც, სხვა მოსწავლეებთან. ინტერვიუსთვის  შერჩეული კითხვები მოცემულია (დანართი 4.)


Ø  მე-7 კლასის მოსწავლეების დაწყებითი კლასების პედაგოგების გამოკითხვისთვის  ანკეტირების  მეთოდს მივმართე, ამ მეთოდით მინდოდა კვლევის მთავარი ამოცანის, როგორ დავეხმაროთ მე-7 კლასის მოსწავლეებს  საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში სწორად წარმოთქმაში, გადაჭრისთვის სწორი  პასუხი მიმიეღო, მინდოდა გამომერკვია საიდან იღებდა ეს პრობლემა სათავეს, ამისთვის ინტერვიუ ჩავიწერე მე-7 კლასის დაწყებითი კლასების პედაგოგებთან, ამიტ გავარკვიე რამდენად ღრმად აქვს პრობლემას ფესვები გადგმული, როგორი იყო ეს პრობლემა ამ კლასის მოსწავლეების ადრეული ასაკის წლებში. (დანართი 5)

ფოკუს ჯგუფი:

Ø  მშობელთა მიდგომების გაცნობისთვის საკვლევ საკითხთან დაკავშირებით  დაკვირვების მეთოდს  მივმართე, რათა გამეგო როგორი ფორმით მიმართავდნენ ოჯახებში შვილებს, ოჯახის წევრებს პირის სახელის წარმოთქმისას წოდებით ბრუნვაში. ვინაიდან საკითხი მეტად სენსიტიურია მშობლებთან მიდგომის თვალსაზრისით და ვერ შევძლებდი მათთან ამ საკითხის სხვა ფორმით კონტაქტს, მივმარტე უბრალო დაკვირვების მეთოდს, გარედან ვაკვირდებოდი პროცესებს, ამის სესაძლებლობა მომცა მე-7 კლასის მშობელთა ჩემთან ფიზიკურად ახლოს თანაცხოვრებამ, მეზობლობამ, მეგობრობამ ამ ოჯახებში, ვინიშნავდი ჩემთვის საინტერესო ასპექტებს. მინდა აღვნიშნო რომ ამ მეთოდმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო კვლევის თვალსაზრისით,  შედეგი იგივე იყო რასაც ველოდი და რაც ვლინდება მათი შვილების შემთხვევაში; მალხაზო, მურადო, რაულო, მურთაზო...აი შედეგები რაც დავაფიქსირე. (დანართი  6.)

Ø  მასწავლებელთა გამოკითხვისთვის მივმართე ანკეტირების  მეთოდს, რათა პასუხი მიმეღო კვლევის ბოლო ეტაპისთვის, ინტერვენციისთვის დამესახა პრობლემის მოგვარების ეფექტური გზა/გზები. მასწავლებლებს მივმარტს სეკითხვით, თუ რომელ გზას ჩათვლიდნენ ჩემგან შეთავაზებულს ინტერვენციისთვის, აქვე მატტვის გამოვყავი თავისუფალი ველი, სურვილის შემთხვევაში სემოეტავაზებინათ განსხვავებული იდეა, მოსაზრება.     (დანართი 7)

 

 

თავი V. კვლევის შედეგები.

5.1. დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგების ანალიზი.

მოსწავლეთა დიაგნოსტიკური ტესტირების მიზანი იყო დამედგინა რამდენად აქტუალური იყო პრობლემა მოსწავლეებში, რამდენად სისტემური იყო პრობლემა.
მოსწავლეთა 90% შეცდომით ხმარობს პირთა სახელს წოდებით ბრუნვაში


5.2. ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგების ანალიზი მე-7 კლასის მოსწავლეებთან

  
ჩაღრმავებული ინტერვიუს მიზანი იყო მიმეღო დეტალური ინფორმაცია  მე-7 კლასის მოსწავლეებისგან თუ  საიდან მომდინარეობს გრამატიკულად არასწორი ფორმების (ადამიანის საკუთარი სახელის არასწორი გამოყენება წოდებით ბრუნვაში) გამოყენება მოსწავლეების ჩვეულებრივ პრაქტიკაში, სასკოლო ცხოვრებასა და სწავლა-სწავლების პროცესში; მოსწავლეებს დავუსვი ორი შეკითხვა: საიდან მომდინარეობს მათი აზრით პრობლემა მათში პირტა სახელების არასწორად წარმოთქმისა:

ა) გრამატიკის არასაკმარის ცოდნისაგან;
ბ) დიალექტური მეტყველების ზეგავლენით ( თქვენი მშობლები, ოჯახის წევრები ადამიანის საკუთარ სახელს წოდებით ბრუნვაში არასწორად წარმოთქვამენ და თქვენც მათი ზეგავლენით ასე წარმოთქვამთ).
(დანართი 2).
მოსწავლეთა 67 % თვლის რომ პრობლემა მატი მშობლემის ზეგავლენითაა განპირობებული, ანუ დიალექტიურია, ხოლო 33 % ფიქრობს , რომ პრობლემის გამომწვევი მიზიზი მათ შემთხვევაში არის გრამატიკის არასაკმარისი ცოდნა.

5.3. მასწავლებელთა გამოკითხვის, ანკეტირების შედეგების ანალიზი.


მასწავლებელთა ანკეტირების მიზანი იყო  მიმეღო პასუხი კვლევის მთავარ კითხვაზე თუ რა განაპირობებდა მე-7 კლასის მოსწავლეებში საკუთარი სახელის არასწორად გამოყენებას წოდებით ბრუნვაში. მიმეღო პასუხი კითხვებზე რა იყო ამის მიზეზი, მასწავლებლების აზრი გამეგო ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მათ ჩემს მიერ შეთავაზებული  6 ვარიანტიდან უნდა შემოეხაზათ სამი.
შედეგი შემდეგი იყო:
1.      დაბალი აკადემიური მოსწრება ქართულ გრამატიკაში;  - 10 ხმა

2.      გრამატიკის არასაკმარისი სწავლება თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ ასაკის მოსწავლეთა მეტყველების ფორმირებაზე;   --- 12 ხმა


3.      მასწავლებელთა განსხვავებული მიდგომების და მოთხოვნების აღქმა- გააზრება; ----- 1 ხმა

4.      ოჯახებში გამოყენებული დიალექტური მეტყველების ფორმების გამოყენება  მოზარდის სასკოლო ცხოვრებაში. ---21 ხმა

5.      უბანში, ქუჩაში, (სკოლისა და ოჯახის გარეთ) ურთიერთობებში დამკვიდრებული არამართებული ფორმების გამოყენება; ----- 20 ხმა

6.      მიმბაძველობა, ინტერნეტ სივრცეში, სტელევიზიო გადაცემების დროს (სკეჩი, ვიდეო და სხვ.  ) გრმატიკულად არასწორი ფორმების გამოყენებისა. – 2 ხმა



მასწავლებელთა ანკეტირების შედეგები
დაბალი აკადემიური მოსწრება ქართულ გრამატიკაში
გრამატიკის არასაკმარისი სწავლება თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ ასაკის მოსწავლეთა მეტყველების ფორმირებაზე
მასწავლებელთა განსხვავებული მიდგომების და მოთხოვნების აღქმა- გააზრება
ოჯახებში გამოყენებული დიალექტური მეტყველების ფორმების გამოყენება  მოზარდის სასკოლო ცხოვრებაში.
უბანში, ქუჩაში, (სკოლისა და ოჯახის გარეთ) ურთიერთობებში დამკვიდრებული არამართებული ფორმების გამოყენება
მიმბაძველობა, ინტერნეტ სივრცეში, სტელევიზიო გადაცემების დროს (სკეჩი, ვიდეო და სხვ.  ) გრმატიკულად არასწორი ფორმების გამოყენებისა.
10 ხმა
12 ხმა
1 ხმა
21 ხმა
20 ხმა
2 ხმა

5.4. ინტერვიუს შედეგების ანალიზი მე-7 კლასის მასწავლებლებთან


ამ აქტივობის მიზანი იყო  გამეგო რამდენად იყენებენ არასწორ ფორმებს პირთა სახელების წარმოთქმისას როგორც მე-7 კლასის მოსწავლეები, ასე სხვა კლასის მოსწავლეები მათ საგაკვეთილო პროცესებში. მინდოდა მეტი ინფორმაცია მიმეღო მე-7 კლასის სხვა პედაგოგებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად იყო ეს პრობლემა მათ სამუშაო პროცესში, როგორც აქ მე-7 კლასში, ისე სხვა კლასებშიც, სხვა მოსწავლეებთან. კითხვაზე: 
1.      მიაჩნიათ თუ არა, რომ მეშვიდე კლასში მოსწავლეთა სასაუბრო ტერმინოლოგია ამცდარია ქართულ გრამატიკულ ნორმებს, განსაკუთრებით კი თვალშისაცემია ადამიანის საკუთარი სახელის არასწორად გამოყენების შემთხვევები მიმართვის დროს?
-ყველა გამოკითხული პედაგოგი აღნიშნავს რომ მე-7 კლასის მოსწავლეების სასაუბრო ტერმინოლოგია ამცდარია ქართულ გრამატიკულ ნორმებს, განსაკუთრებიტ კი მატი აზრით თვალშისაცემია პირთა სახელების არასწორი გამოყენება წოდებით ბრუნვაში. გამოკითხულთა უმრავლესობა აქვე დასძენს, რომ ანალოგიური პრობლემა ფიქსირდება სკოლის სხვა კლასებშიც
კითხვაზე:
2.       როგორ ფიქრობთ, რამდენად ექცევა ყურადღება მასწავლებლების მხრიდან  გრამატიკული ფორმების შეუსაბამო გამოყენებას მოსწავლეთა მეტყველებაში?
-გამოკითხული მასწავლებელბი ამ კითხვაზე ცალსახად აღნიშნავენ, რომ აძლევენ მითითებებს კონკრეტული შეცდომების დროს, თუმცა შედეგი სამწუხაროდ არ იცვლებაო. გამკითხულთა ნაწილი ფიქრობს , რომ ის აძლევს შენისვნას, თუმცა ეჭვობს , რომ ყველა ასე იქცევა, რაც განაპირობებსი პრობლემის მოუგვარებლობას.
    კითხვაზე:
3.      გქონიათ შემთხვევა, როცა მოსწავლეები, მათი მშობლები, საზოგადოების წევრები პირის სახელებს წოდებით ბრუნვაში გრამატიკულად არასწორი ფორმით იყენებენ, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
-გამოკითხული მასწავლებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხშირია ქუჩაში, მეზობლებთან, ტრანსპორტში, ზოგადად ჩვენს ზონაში, როცა ადამიანები საკუტარ სახელს წოდებიტ ბრუნვაში არასწორად წარმოთქვამენ. თითქმის სწორად არავინ მიმართავს: ვახტანგი, თემურო, ზვიადო, ლიავ და სხვ. რესპდენტები აქვე აღნიშნავენ, რომ პრობლემა გლობალურია ჩვენის მხრიდან გარკვეული ჩარევებია საჭირო სასკოლო დონეზე.
კითხვაზე:
4.      გიფიქრიათ  საიდან მოდის ეს პრობლემა, და რა შეიძლება იყოს მისი გამოსწორების გზა/გზები?
რესპოდენტები ამ კითხვაზე აღნიშნავენ, რომ პრობლემა ოჯახებიდან მოდის, ცვენს საზოგადოებაში ოჯახის ყველა წევრი უშვებს ასეტ შეცდომებს. შემთხვევა გვაქვს დიალექტურ მეტყველებასტან, როცა კუთხური დიალექტი გაბატონებულია ადამიანთა სასაუბრო ლექსიკაში, აღნიშნავენ გამოკითხულები. პრპბლემის წარმომშობ მიზეზად ზოგიერთი გამოკითხული გრამატიკის არასაკმარის სწავლებას აღნიშნავენ, მათი აზრით ყველა კლასში უნდა ისწავლებოდეს ქართული გრამატიკა. რაც შეეხება მოგვარების გზებს, მათ მიაჩნიათ, რომ პრობლემა მოგვარებადია, თუმცა გრძელვადიანია. სკოლასი ბევრი წარმატებული მოსწავლეა, აღნიშნავენ რესპოდენტები, მათ სხვა სოციუმში მოხვედრის დროს გაუჩნდებატ შიში დაცინვის, მაშინ როცა სასწავლებლად რეგიონიდან წავლენ დიდ ქალაქებში, ისინი თანდათანობით მეტყველების სრულყოფას გრამატიკული ნორმების თვალსაზრისიტ, გამოკითხუთა ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენ მეტი უნდა ვასწავლოთ გრამატიკა ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გავწიოთ მეტი აგიტაცია.

კითხვაზე:
5.      როგორია თქვენი რეაგირების ფორმა, ( მითითება, შენიშვნა,) მოსწავლის მიერ გრამატიკულად არასწორი ფორმის გამოყენებისას  (წოდებით ბრუნვაში პირის სახელის)
 მკაცრი,  თავაზიანი  თუ  ოფიციალური?
გამიკითხულთა 90 % აღნიშნავს რომ მათი რეაგირება გრამატიკულად არასწორ ფორმებზე რეაგირებისას მოსწავლეთა მიმართ თავაზიანია, ხოლო 10 % ვფიქრობს რომ ეს ფორმა ოფიციალურია.





5.5. მე-7 კლასის დაწყებითი კლასების პედაგოგების გამოკითხვის შედეგების ანალიზი.


მე-7 კლასის მოსწავლეების დაწყებითი კლასების პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო კვლევის მთავარი ამოცანის, როგორ დავეხმაროთ მე-7 კლასის მოსწავლეებს  საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში სწორად წარმოთქმაში, გადაჭრისთვის სწორი  პასუხი მიღება, მინდოდა გამომერკვია საიდან იღებდა ეს პრობლემა სათავეს, ამისთვის ინტერვიუ ჩავიწერე მე-7 კლასის დაწყებითი კლასების პედაგოგებთან, ამით გავარკვიე რამდენად ღრმად აქვს პრობლემას ფესვები გადგმული, როგორი იყო ეს პრობლემა ამ კლასის მოსწავლეების ადრეული ასაკში.
კითხვაზე:
კითხვა:1. როგორი იყო გასულ წლებში,  კლასში ქართული გრამატიკული ნორმების ცოდნა საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში გამოყენების დროს?
ა. იყო თუ არა საუბრისას გრამატიკული ნორმები დაცული?
ბ. უშვებდნენ თუ არა მსგავს შეცდომებს სწავლის დაწყების საფეხუზე, როცა მოსწავლეები საუბარს ძირითადად მასწავლებლისგან სწავლობენ, ბაძავენ?
გ. ყველა უშვებდა საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში ხმარებისას შეცდომას, თუ მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილი?
დ. უშვებდნენ შეცდომას ე.წ. სუსტი მოსწავლეები, თუ ეს არ იყო განპირობებული სწავლის ხარისხით?
-       რესპოდენტებმა გამოკითხვისას აღნიშნეს, რომ კლასში გრამატიკული ნორმები პრაქტიკულად იყო გამოყენებული, მაგრამ საუბრისას მაინც დიალექტური მეტყველება ჭარბობდა

-       აქვე ძირითადად აღნიშნავენ, რომ დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში ძირითადად მასწავლებლის მეტყველებას ბაძავენ მოსწავლეები, მომდევნი კლასებში კი უკვე ერთდაგვარ დამოუკიდებლობას პოულობენ მეტყველებისას და ძირითადად საუბარი გადადის დიალექტურ ფორმებში.
-       აქვე აღნიშნავენ რომ პირთა სახელებს მოსწავლეთა აბსოლიტური უმრავლესობა დაწყებით კლასებში, არასწორი ფორმით ხმარობდა წოდებით ბრუნვაში
-       მხოლოდ ე.წ. სუსტი მოსწავლეები არ უშვებდნენ გრამატიკულ შეცდომებს, შეცდომებს პირთა სახელის წარმოთქმისას თითქმის ყველა მოსწავლე მეტნაკლები მსგავსებით უშვებდა.

5.6. მე-7 კლასის მოსწავლეების მშობლებზე დაკვირვების შედეგების ანალიზი.


რამდენად სისტემური იყო პრობლემა, რამდენად მომდინარეობდა ის ოჯახებიდან, დიალექტური მეტყველების რა ფორმებთან გვქონდა კვლევის პროცესში საქმე, ყოველივე ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მშობლებთან მიმართებაში გამოვიყენე ე.წ. სუსტი დაკვირვების მეთოდი, დაკვირვებამ ცხადყო რომ პრობლემა, პირთა სახელების წოდებით ბრუნვაში არასწორად წარმოთქმისა და გამოყენებისა  ღრმა და გლობალურია. მშობლების ამსოლიტური უმრავლესობა მის შვილს, ოჯახის წევრს წოდებით ბრუნვაში მიმართავს არასწორი ფორმით, მხოლოდ მცირე გამონაკლისის გარდა შვილებს მსგავსი შეცდომებით მიმართავენ, მე მათ შევხვდი და დავაკვირდი ოჯახებში სტუმრობისას, ქუშაში, სკოლაში მათი ვიზიტების დროს, სქემატურად ეს შედეი შეიძლება ასე გამოვსახოთ:
მშობლების 80 % საკუთარ სახელს არასწორად წარმოთქვამს, დარჩენილი 20% სწორად.

5.7.  ინტერვენციისთვის პედაგოგების პედაგოგების გამოკითხვის შედეგების ანალიზი.


ორი შეკითხვით მივმართე მასწავლებლებს; თუ რა იყო მათი აზრით გამოსავალი პრობლემის მოგვარებისა, ყოველშემთხვევაში მოგვარების პროცესის დასაწყისისა. აქვე, მათ მივეცი საშუალება თავისუფალ სპეციალურ ველში ჩაეწერათ განსხვავებული მოსაზრებები  სურვილის შემთხვევაში, შედეგი შემდეგი იყო:
გამოკითხულ პედაგოგთა  11%ვ თვლის რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მშობლების პედაგოგიზაცია
47 % თვლის, რომ გამოსავალი მე-7 კლასში გრამატიკული საკითხების, (განსაკუთრებით კი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებული),  მეტი დოზით შეტანასა და სწავლებაშია;
ხოლო გამოკითხულ პედაგოგთა  42% ფიქრობს რომ საჭიროა ორივე აქტივობის ჩატარება, მოხდეს მშობლების პედაგოგიზაცია და მეტი დოზით და სხვადასხვა ფორმით (ტესტირება, შემაჯამებელი, დისკუსია, ) შევიტანო გრამატიკული საკითხები კლასში.
იყო შემოთავაზება, რომ მოსწავლეებს ხმამაღლა წავუკითხო ისეთი მხატვრული ლიტერატურა, სადაც პირთა სახელები იქნება გამოყენებული წოდებით ბრუნვაში, მშობლებთან დაკავშირებით კი დავამზადო სესაბამისი პლაკატები, სტიკერები, ბროშურები და გადავცე მათ, რაც ჩემს მოსაზრებასაც დაემთხვა კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად

თავი VI. ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები

6.1. ინტერვენციის აღწერა.

მონაცემთა ანალიზის შედეგად დაიგეგმა შემდეგი სახის ინტერვენცია:
I ინტერვენცია -  მე-7 კლასის მოსწავლეთათვის პირთა სახელთან დაკავშირებული  გრამატიკული წესების  შესწავლა-გაანალიზება. შესაბამისი აქტივობების დანერგვა.
ინტერვენციის დაგეგმიდან რამოდენიმე დღეში მოვაწე მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა. მათ გავაცან ჩვენი ერთობლივი საქმიანობის პირველადი შედეგები. ამ საქმიანობის მიზანი იყო დამეწყო პრობლემის მოგვარების გზების ძიებასთან ერთად პირთა სახელებთან დაკავშირებული გრამატიკული წესების გაცნობა- შესწავლა.  ამისთვის გამოვიყენე ე.წ. კონსპექტირების მეთოდი. მოსწავლეებს ქართული გრამატიკისთვის გამოყოფილ სპეციალურ რვეულებში ჩავაწერინე ა. შანიძისა და ლ. კვაჭაძის  ქართული ენიდან შესაბამისი მასალა. სახელმძღვანელოდ გამოვიყენე ავთანდილ არაბულის და სხვათა სახელმძღვანელოები.  მივეცი სახალისო დავალება, მოსწავლეებს უნდა ჩაეწერათ  მათი ოჯახის წევრების სახელები სამუშაო რვეულებში, რათა შემდეგ გაკვეთილებზე გაგვერკვია, რომელი სახელი იყო ხმოვანზე გათავებული, რომელი თანხმოვანზე, და როგორ წარმოგვეთქვა ისინი წოდებით ბრუნვაში, მიმართვის დროს
მომდევნო გაკვეთილების დაგეგმისას შემქონდა გეგმებში გრამატიკიდან  საკითხები პირთა სახელების მართლწერასა და მართლმეტყველებასთან დაკავშირებით, ვახდენდით მათ კონსპექტირებას, შესაბამისი წერითი სამუშაოების შესრულებას.მოსწავლეებთან ერთად, რომ მათთვის სახალისოც და საინტერესოც ყოფილიყო.  ვგეგმავდით ერთობლივად სხვადასხვა აქტივობებს, ვგეგმავდი აქტივობების განხორციელების შესაბამის სტრატეგიებს.

II ინტერვენცია - მე-7 კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის ბუკლეტების დამზადება.
მე-7 კლასის მოსწავლეებს დავამზადებინე ბუკლეტები, სადაც გრამატიკულ წესებთან ერთად ჩავაწერინე შესაბამისი მაგალითები, როგორც სწორი ფორმით, ისე არასწორი ფორმით. მოსწავლეებმა ბუკლეტებში შეიტანეს მაგალითები, სადაც შეცდომები  განპირობებული იყო როგორც გრამატიკული წესების უგულებელყოფით, ისე დიალექტური მეტყველებით განპირობებული. ბუკლეტების შინაარსი სახალისო თემატიკით დავტვირთეთ, რათა არ ყოფილიყო მშობლებისთვის ერთის მხრივ გამაღიზიანებელი, რომ  ჩვენ მათი გრამატიკული წესების  დასწავლა განვიზრახეთ და მეორეს მხრივ დამახსოვრების თვალსაზრისით ეფექტური. ჩვენი მიზანი იყო აღნიშნული მეთოდით გაგვეადვილებინა მათთვის გრამატიკულად სწორი ფორმის აღქმა და შესძლებოდათ დიალექტური ფორმების გამოკვეთა და გაანალიზება.
            III ინტერვენცია. მე-7 კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის დავამზადეთ აუდიო ჩანაწერები. სადაც ჩავწერე მოსწავლეების ხმა. ისინი საუბრობენ  წყვილებში, ჯგუფში. შევეცადეთ ერთმანეთში მიმართვიანობა ყოფილიყო პირთა სახელების, მიმართვების დროს, როგორც გრამატიკულად სწორი ფორმის, ისე დიალექტური მეტყველებით განპირობებული არასწორი ფორმის. აქტივობის მიზანი იყო მშობლებისთვის მოგვესმინებინებინა აუდიო ჩანაწერები. დავალება მდგომარეობდა შემდეგში; მშობლებს უნდა ამოეცნოთ მათი შვილების ხმა,  გამოეკვეთათ გრამატკულად სწორი და არასწორი ფორმები პირთა სახელების. ჩაგვენიშნა მათი შედეგები ინდივიდუალურად და გამარჯვებულები დაგვეჯილდოებინა სპეციალური სიგელებით.   ფორმატი კვლავ სახალისო იყო და მიზანი კვლავ ემსახურებოდა მშობელთა პედაგოგიზაციას.
           IV ინტერვენცია.  დავამზადე მე-7 კლასის მოსწავლეთათვის პლაკატი. სახელწოდებით „პირთა სახელების სწორად ხმარება მიმართვის დროს“  პლაკატის თავში დავწერე მოკლე გრამატიკული განმართებები პირთა სახელების ხმარების მართლწერასთან დაკავშირებით.
შემდეგ დავწერე ერთი სვეტის სათაური „სწორია“ ხოლო მეორე სვეტის თავში „არასწორია“ . ამის შემდეგ ჯერ ჩამოვწერე თორმეტივე მე-7 კლასელის სახელი, ჩასმული წოდებით ბრუნვაში, სწორი ფორმით, „არასწორიას“ სვეტში კი იგივე სახელები ჩასმული წოდებით ბრუნვაში არასწორი ფორმით, არასწორობის მაწარმოებელი ბოლოსართები: ო, ვ. ი გავაფერადე წითლად. მოსწავლეებს გამოვიკარი პლაკატი თვალსაჩინო ადგილას, რათა ცოდნის ვიზუალური აღქმა ყოფილიყო ინტენსიური და ეფექტური. ერთმანეთში მიმართვიანობის დროს არ დაეშვათ ის შეცდომები, რასაც ხშირად უშვებდნენ.

V ინტერვენცია.  მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვა ქართულში მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. დაგეგმარებისას ვითვალსიწინებდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსაც. კლასში ყველა მოსწავლეს არ შეუძლია მასალა ერთნაირად ეფექტურად აღიქვას.  აღნიშნული ინტერვენციის განხორციელებაში ჩაერთო 4 მასწავლებელი, მათ გადაწყვიტეს გაკვეთილების დაგეგმვისას გაეთვალისწინებინათ მოსწავლეთა საჭიროებები და თითოეული მოსწავლისათვის ინდივიდუალური და მასზე მორგებული აქტივობები და დავალებები დაეგეგმათ. ასევე გაეთვალისწინებინათ მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობები და მისწრაფებები.
ჩამ მიერ ქართულის გაკვეთილებისთვის მომზადდა ტესტური დავალებები, როგორც საკლასო ისე საშინაო დავალებისათვის. შევადგინე  შემაჯამებელი დავალებებიც, რათა დავრწმუნებულიყავ დაგეგმილი  ინტერვენციების ეფექტურობასა და შედეგიანობაში.
            VI  ინტერვენცია.  შევიმუშავე პედაგოგებისთვის რეკომენდაციები.
ვინაიდან  პირთა სახელების წოდებით ბრუნვაში არასწორად ხმარების პრობლემა სკოლაში მაშტაბურია შევეცდები კვლევის პროცესში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო პედაგოგებს შეხვედრების დროს, რაც საბოლოოდ შესაძლებელს გახდის პრობლემის ლოკალიზებასა და აღმოფხვრას

6.2. ინტერვენციის შეფასების მეთოდები.

ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან: აღნიშნული ფოკუს ჯგუფის მიზანი იყო დაგვედგინა თუ რა ტიპის შეცდომებს უშვებედნენ მოსწავლეები პირთა სახელების წოდებით ბრუნვაში წარმოთქმის დროს. რა იყო ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი, საიდან მომდინარეობდა ის; გრამატიკის სათანადოდ არცოდნიდან თუ პრობლემა დიალექტური მეტყველებით იყო განპირობებული. ბრამდენად ეფექტური იყო ჩვენს მიერ დაგეგმილი აქტივობები პრობლემის მოგვარებისთვის;
ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან: ფოკუს ჯგუფის მიზანი იყო გაგვეგო რა ფიქრობდნენ ისინი ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებზე, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა მოსწავლეთა მხრიდან პირთა სახელების სწორად წარმოთქმაზე განხორციელებულმა ინტერვენციებმა;
დიაგნოსტიკური ტესტირება  მოსწავლეებთან: აღნიშნული ტესტირება მიზნად ისახავდა დაგვედგინა მოსწავლეებისაგან კონკრეტულად რა ცვლილებები განიცადეს ცოდნის თვალსაზრისით ჩვენს მიერ დაგეგმილი ინტერვენციების შედეგად.

6.3.ინტერვენციის შედეგები
       გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია მეტყველების კულტურის დახვეწისთვის;
      გაჩნდა ინტერესი  ქართულის გაკვეთილების სწავლისადმი;
      გაიზარდა აკადემიური მოსწრება ქართულში;
      ინტერვენციების შემდეგ, სხვა საგნების მასწავლებლებმაც დაიწყეს მოსწავლეთა წერისა და მეტყველების კულტურაზე დაკვირვება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება.
ინტერვენციის დადებით შედეგებზე ქვემოთ მოცემული დიაგრამაც  მეტყველებს. კვლევის საწყის ეტაპზე მოვახდინე მოსწავლეტა მხრიდან პირთა სახელების არასწორად წარმოთქმის პრობლემის იდენტიფიცირება, ამისათვის ჯერ ცავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება მე-7 კჯლასის მოსწავლეთათვის.  ანალოგიური ტესტირება ცავატარე ინტერვენციის განხორციელების შემდეგაც. როგორც ხედავთ ინტერვენციის დაწყებამდე მოსწავლეტა ცოდნის დონე პირთა სახელების წარმოთქმისა წოდებით ბრუნვაში იყო დაბალი, (მარტის თვე. 2018-2019 სასწავლ წელი), ხოლო ინტერვენციის შემდეგ ჩატარებული ტესტირების შედეგები  მკვეთრად იყო განსხვავებული წარმატების თვალასაზრისით. (მაისი, 2018-2019 სასწავლო წელი) პირველ დიაგრამაზეა ასახული, მარტის თვის ტესტირების შედეგები, ხოლო მეორე დიაგრამაზე - მაისის თვის შედეგები. ამასთან გაუმჯობესდა მოსწავლეთა ცოდნის დონე ადამიანის საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში სწორად ჩასმისა წარმოთქმის ხარისხი, რაც თვალშისაცემია  ყველა ტიპის საუბრებში.



6.3. 1-ლი ინტერვენციის შედეგი.

            პირველი ინტერვენციის ფარგლებში განვახორციელე გაკვეთილეზე სხვადასხვა აქტივობები. მოვახდინე მოსწავლეთა შესაბამისი ცოდნით აღჭურვა გრამატიკის სახელმძღვანელოდან კონსპექტირების მეთოდთ, ამასთან ერთად მოსწავლეებს შორის გავმარტე სხვადასვა აქტივობები, საინტერესო გამოვიდა როლური თამაშები, სადაც მოსწავლეებს უნდა გამოეყენებინათ როგორც დიალექტური ფორმები, ისე გრამატიკულად სწორი ფორმები პირტა სახელებისა წოდებით ბრუნვაში. აქტივობები განვახორციელე წყვილებში დიალოგების სახით, მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ საკალსო და საშინაო დავალებებს შესაბამისი პროცედურებისა მითითებების დაცვით. მოსწავლეები თვითონვე ადარებდნენ ერთმანეთს მართებულ და არასწორ ფორმებს, საუბრობდნენ ერთსა და იმევე ტექსტებს, როგორ გრამატიკული წესების დაცვით, ისე დიალექტური ფორმებით, ავლებდნენმათ შოორის მსგავსება-განსხვავების დიაგრამებს. როგორც მოსწავლეებმა  
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემი გამოცდილება გავუზიარე პედაგოგებს. დაწყებითი კლასების პედაგოგმა გამოთქვა სურვილი მსგავის ინტერვენციის დაგეგმისა თავის სამუშაო კლასში, როგორც თვითონ აღნიშნავს შედეგი თვალსაჩინოა, რადგან მის მოსწავლეებსაც ანალოგიური სეცდომები მოსდიოდათ პირთა სახელების გამოყენებისას წოდებით ბრუნვაში, მის მოსწავლეებშიც სჭარბობდა დისლექტური მეტყველებისაგან განპირობებული შეცდომები ეღთმანეთთან მიმართვიანობის დროს
           

6.4. მე-2 ინტერვენციის შედეგი.

მეორე ინტერვენცია გეგმის მიხედვით წარიმართა: კვლევაში მონაწილე მოსწავლის მშობლებს დავურიგეთ ბუკლეტები. მათ ამით საშუალება მივეცით თავაზიანი ფორმით ჩაგვება კვლევის პროცესში და ინტერვენციის ამ ეტაპზე დაგვეწყო მათი პედაგოგიზაციის პროცესი.  მათ გარკვეული დოზით მივაწოდეტ ინფორმაცია გრამატიკული წესებისა, რაც განსაზღვრავს პირთა სახელებს სწორი გრამატიკული ფორმით წოდებით ბრუნვაში. იყო სახალისო მაგალითები, რომლებშიც შენაარსობრივად ხაზგასმული იყო როგორც გრამატიკულად სწორი ფორმები პირთა სახელებისა, ისე შეცდომით, რაც განპირობებული იყო დიალექტური მეტყველების ზეგავლენით. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან ერთ მაგალითს. დედა ეძახის შვილს საუზმეზე, შვილი არ უგონებს, რადგან მის სახელს დედა არასწორად წარმოთქვამს წოდებით ბრუნვაში, ბავშვი მოგვიანებით დედას უნმარტავს გაუგონლობის მიზეზს, და იქვე თავის სახელს სწორი ფორმით წარმოთქვამს.
აღნიშნული ინტერვენცია სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულს  დაემთხვა, ამიტომ შეჯამების მიზნით  ჩავატარეთ ფოკუს-ჯგუფი, რათა მშობლებს ინტერვენციის  შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ. ერთ-ერთმა მშობელმა აღნიშნა, რომ პირადად იგი ჩვენ მიერ შეთავაზებული საქმიანობით მადლობელი იყო. მისი თქმით, იგი დაფიქრდა  იმ რეალობაზე, რაც განაპირობებდა ადამიანის საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში არამართებულ გამოყენებას. 

6.5. მე-3 ინტერვენციის შედეგი.

 მესამე ინტერვენციით, მსგავსად მეორისა მშობლებს კვლავ თავაზიანი ფორმით შევსთავაზეთ მათი პედაგოგიზაციისთვის განკუთვნილი აქტივობა. ხმოვანი დიალოგები, მონოლოგები და ჯგუფური საუბრები ჩავწერეთ მოსწავლეებთან. აქტივობის მიზანი იყო ხაზი გაგვესვა როგორც გრამატიკულად სწორ ფორმაზე პირტა სახელის წოდებით ბრუნვაში გამოყენებისა, ისე არასწორ ფორმებზე. აქტივობას ერთდაგვარი სახალისო ფორმაც მივეცით და კონკურსის შინაარსით დავტვირტეთ. მშობლები ცდილობდნენ გამოეცნოთ მათი შვილების ხმასთან ერთად გრამატიკულად სწორი ფორმებიც. აქტივობამ ძალიან კარგად ჩაიარა, მშობლები ხალისით ჩაებნენ აქტივობის პროცესში, საბოლოოდ წავახალისეტ მათი აქტივობა.

 6.5. მე-4 ინტერვენციის შედეგი.

           მეოთხე ინტერვენციის ფარგლებში მე-7 კლასის მოსწავლეთათვის დავამზადე  პლაკატი. სახელწოდებით „პირთა სახელების სწორად ხმარება მიმართვის დროს“  პლაკატის თავში დავწერე მოკლე გრამატიკული განმართებები პირთა სახელების ხმარების მართლწერასთან დაკავშირებით. პლაკატის მეორე ნაწილი მოიცავდა ინფორმაციას კლასის მოსწავლეთა საკუთარი სახელების სწორი და არასწორი ვერსიების შესახებ.  ერთი სვეტის სათაური იყო „სწორია“ ხოლო მეორე სვეტის - „არასწორია“ . სახელები ჩავწერე წოდებით ბრუნვაში. მოსწავლეებს პლაკატი გავაცანი, ვესაუბრე მის შინაარსზე, ხოლო ამის შემდეგ პლაკატი გამოვაკარ კლასში თვალსაჩინო ადგილას. აქტივობას ძალიან ეფექტური შედეგი მოჰყვა. არის შემთხვევა, როცა მოსწავლე მოსწავლეს მიმართავს სახელს არასწორი ფორმით. ადრესატი მოსწავლე, ან სხვა შეცდომას უსწორებს ადრესანტს და აჩვენებს სწორი ფორმით, უთითებენ მოსწავლეები პლაკაზე მითითებულ სწორ ვერსიებზე.
აღნიშნულმა აქტივობამ ეფექტური შედეგი გამოიღო, მოსწავლეების მიმართვიანობის ფორმები დაექვემდებარა გრამატიკულ ნორმებს. მათ იციან რომ ერთმანეთს შეცდომები უნდა გაუსწორონ. ამით მოსწავლეებს უყალიბდებათ  მიჩვევა სწორი ფორმებისა

6.5. მე-5 ინტერვენციის შედეგი.

 მეხუთე  ინტერვენცია ითვალისწინებდა გაკვეთილების დაგეგმვას ქართულში მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. დაგეგმარებისას ვითვალსიწინებდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსაც. მოსწავლეთა ათვისების უნარებს, მათი გრანატიკის  ცოდნის საწყის დონეს. აღნიშნულის შესახებ შეხვედრაზე ვესაუბრე სკოლის 4პედაგოგს. მათ გადაწყვიტეს  ქართულის გაკვეთილები დაგეგმონ ისე, რომ მოსწავლეებს მიაწოდონ ცოდნა პირთა სახელების სწორად წარმოთქმისათვის.
აღნიშნული ინტერვენციის მთავარი მიზანი იყო შესაბამისი წერითი დავალებების მომზადება და მოსწავლეებისთვის მიწოდება. განსაკუთრებით ეფექტურად იმუშავა ტესტურმა დავალებებმა. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებს ვუკითხავდით სხვადასხვა ტექსტებს, სადაც პირთა სახელები წოდებით ბრუნვაში სწორი ფორმებით იყო წარმოდგენილი. აღნიშნულმა აქტივობებმა მოსწავლეებს გამოუმუშავა ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა.

6.5.  მე-6 ინტერვენციის შედეგი.

 მეექვსე  ინტერვენციის მიზანი იყო მემუსავა მე-7 კლასის მოსწავლეების გარდა სკოლის სხვა მოსწავლეებისთვისაც, ვინაიდან სკოლაში  პირთა სახელების წოდებით ბრუნვაში არასწორად ხმარების პრობლემა მაშტაბურია. კვლევის პროცესში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიარე პედაგოგებს შეხვედრების დროს. ვფიქორბ, ჩვენს მიერ საკითხის წამოწევა დადებიტად იმოქმედებს პრობლემებზე და გარკვეული პერიოდის სემდეგ მოსწავლეებს ტავად გამოუმუშავდებათ შესაბამისი ცოდნა და უნარი პირტა სახელების წოდებით ბრუნვაში სწორად წარმოთქმისა, შეძლებენ გაუმკლავდნენ დიალექტური ფორმების პარალელურად სალიტერატურო ენით მეტყველებას.



თავი VII. კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და ნაკლოვანებები.

7.1. კვლევის მიგნებები.

1.კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა მიერ პირთა სახელების არასწორად წარმოთქმას წოდებით ბრუნვაში  განაპირობებს დიალექტური მეტყველება, რაც ძირითადი სამეტყველო ფორმაა ჩვენს მოსახლეობაში, შესაბამისად სკოლაშიც;
2. ოჯახებში გაბატონებული დიალექტური მეტყველების ფორმა და სტილი გადმოდის მათ შვილებზე, რაც განაპირობებს აცდენას ქართულ სალიტერატურო ენასა და მათ მეტყველებას შორის;
3.როგორც აღმოჩნდა ოჯახებში მოსწავლეებს მშობლები, ოჯახის წევრები მიმართავენ დიალექტური ფორმით, პირის სახელს წოდებით ბრუნვაში უმატებენ სახელობითი  ბრუნვის (ი) ნიშანს, ან უფრო ხშირად ო და ვ დაბოლოებას; გურამი, გურამო, ლეილავ, მურთაზო და სხვ.
4. დაწყებით კლასებშივე ხდება გრამატიკულად არასწორი სიტყვების, ფორმების გამოყენება მოსწავლეების მიერ, რაც შემდგომში, საბაზო და საშუალო საფეხურზე ხდება არა ამ შეცდომასთან ბრძოლა და მისი გადაჭრის გზების ძიება, არამედ უფრო მეტად გამყარება და არასწორი ფორმების ჩვეულებად ქცევა, გამყარება.
5. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სკოლაში გრამატიკული საკითხების ცოდნის მიღება მინიმალურია, რაც დიალექტურთან ერთად განაპირობებს პირთა სახელების არასწორ გამოყენებას წოდებით ბრუნვაში;
6. სხვადასხვა ინტერვენციით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მოგვარება, მთავარია ის სწორად დაიგეგმოს, და დროულად მოხდეს პრობლემის გამოკვეთა -იდენტიფიცირება;
უმეტესობისთვის რთული ყოფილა გადაცემული მასალა, ასევე საშინაო დავალებებიც ძნელად დასაძლევი აღმოჩნდა პედაგოგების დახმარების გარეშე. ჩვენ დაგვჭირდა დაგვედგინა თითოეული მათგანის აქტუალური და უახლოესი დონე, რათა  გადასაცემი მასალა მორგებული ყოფილიყო თითოეულ მოსწავლეზე.
4.მოსწავლეებს აქვთ ნაკლულევანება სწავლის დროს პოზიტიური განწყობის, დინამიურობის, რაც გამოხატეს ბუნებაში, ან სახალისო, თამაშის ელემენტებით გაჯერებული  აქტივობების ჩატარების სურვილით.
5.მოსწავლეებს არ აღმოაჩნდათ განწყობა, რომლის შექმნაც გამოიწვევდა სწავლის სურვილის გაძლიერებას.
6.მოსწავლეთა ნაწილს აღმოაჩნდა დაბალი თვითშეფასება, საკუთარი შესაძლებლობების შესახებ არასწორი, არაადეკვატური წარმოდგენა, მიზნის არქონა, რაც, მოგეხსენებათ მძლავრი დემოტივატორია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში;
ისინი დარწმუნდნენ რომ შეუძლებელია არაფერია, მთავარია მოინდომო;
7.მშობლების ჩართულობასა და მონდომებას შეუძლია ნებისმიერი ტიპის პრობლემის მოგვარება შვილის სასკოლო თუ არასასკოლო ცხოვრებაში;
 8. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდით, მათი აქტუალური ჩართულობით შესაძლებელია წარმატებების მიღწევა, სტიგმა „დაუძლეველის“ დაძლევა;
9.გლობალური სასკოლო პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია კოლეგებთან თანამშრომლობით;
10.პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი დატვირთული შესაბამისი აქტივობებით, ერთ-ერთი წარმატებული მეთოდია სწავლა-სწავლების პროცესში;
11.მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ახლის ძიების პროცესი, სახალისოა და ეფექტური მათი ჩართვა კლევებში, პროექტეში, კონკურსებში;
         12. მნიშვნელოვანია გავაძლიერო გრამატიკული საკითხების შეტანა გაკვეთილებზე, განსაკუთრებით მართმეტყველებისა და მერთლწერის ხაზით;

13.კლევის პროცესი, რეფლექსია, საკუთარი საქმიანობის შეფასება, სხვისი შეფასება. კითხვები, ინტერვიუები სხვადასხვა სხვადასხვა ვარიანტიან პასუხებით, უზრუნველყოფს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას.

7.2. კვლევის რეკომენდაციები.


1. შეუქმენით მოსწავლეებს საკუთარი პიროვნული მეს დანახვისა და შეფასების საშუალება, შესძინეთ საკუთარი ძალების რწმენა. მიეცით მოსწავლეებს არჩევანის თავისუფლება;
2. სწავლის პროცესი გახადეთ სახალისო, საინტერესო.
3. ხშირად დააფიქსირეთ მათ მიერ მიღწეული წარმატებები, ხაზი გაუსვით მათ ინდივიდუალიზმსა და პიროვნულ მახასიათებლებს;
4. არ გაკიცხოთ წარუმატებლობისთვის.  შიში აფერხება წარმატებას, ანელებს  მოტივაციას;
5. თქვენს დისციპლინაში ფოკუსირება გააკეთეთ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე და პრობლემებზე მათი ცხოვრებისა, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მათ მომავალ წარმატებებს დიდ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად;
6. შეეცადეთ თანაბრად მიაწოდოთ თქვენს დისციპლინებში ინფორმაცია, როგორც სასურველსა და პოზიტიურზე, ისე არასწორსა და მიუღებელზე. ამით მისცემთ მათ საშუალებას საკუტარი ანალიზისა და განსჯის სემდეგ მყარად დადგნენ იმ პოზიციებზე, რაც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს მათ გადაწყვეტილებების მიმღებ დამოუკიდებელ პიროვნებებად;
 7. ეცადეთ დაახლოოთ მშობლებთან თქვენს მიერ დაგეგმილი აქტივობებით. ეს მათსა და მშობლებს შორის შექმნის ნდობასა და დაფასებაზე დამკვიდრებულ ურთიერთობებს
10.შემაჯამებელი დავალებები, საკლასო და საშინაო წერითი სამუშაოებები დაგეგმეთ იმ კონკრეტული პრობლემების გათვალისწინებით, რაც შესაზლებელია იკვეთებოდეს თქვენი მოსწავლეების საქმიანობაში.


7.3.კვლევის ნაკლოვანებები

ვერ შევძელი კვლევის პროცესში ჩამერთო ყველა მშობელი, მშობლების უმრავლესობა როგორც წესი არ ან ვერ ერთვება შვილის სასკოლო ცხოვრების კონკრეტულ პროცესში.
        სამწუხაროდ არ არის ერთნაირი მზაობა პედაგოგების მხრიდან კლევის პროცესებში მონაწილეობისა. სამწუხაროდ ვერ შევძელი ყველა პედაგოგის ერთნაირად დარწმუნება ამ პროცესებში აქტიურად ჩართვისათვის. 
ვფიქრობ, რომ კვლევის პროცესის დაწყება დამაგვიანდა. თუ ამას ორი ან სამი თვით ადრე დავიწყებდი, მეტი მექნებოდა დრო შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმისა და განხორციელებისა.
 სკოლაში პირთა სახელის წოდებით ბრუნვაში სწორად წარმოთქმის პრობლემა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული კლასის პრობლემა, პრობლემა ვლინდება ყველა კლასში, მაგრამ მე ვერ შევძელი ფოკუს ჯგუფების გაზრდა და ამ მხრივ ვფიქრობ სკოლაში ჩასატარებელი სამუშაოები კიდევ ბევრია. იმედი მაქვს ჩემი კვლევა გადამდები იქნება ამ პრობლემის მოგვარებისთვის დაინტერესებული ნებისმიერი სუბიექტისთვის

დასკვნა

ამრიგად, ჩემს მიერ წარმოებულმა კვლევის მეთოდებმა, მონაცემთა ანალიზმა, გასცა პასუხი კვლევის მთავარ კითხვას: რა განაპირობებს მეშვიდე კლასის მოსწავლეებში საკუთარი სახელის არასწორად ხმარებას წოდებით ბრუნვაში? მიზეზი აღნიშნული პრობლემისა მეტწილად  დაკავშირებულია დიალექტურ მეტყველებასთან, რომელიც შეიძლება ითქვას, მეტყველების ძირითადი ფორმაა ჩვენს სოფლებში მაცხოვრებელი მოსახლეობისა, პრობლემა ნაწილობრივ უკავშირდება გრამატიკული წესების არასაკმარის ცოდნასაც. ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერვენციები ემსახურება პრობლემების მოგვარებას.

 კვლევის ხაზით განხორციელებული აქტვობები, სასწავლო სტრატეგიები და რესურსები, არის ეფექტური საშუალება მოსწავლეებში მართლწერისა და მართმეტყველების წესების ცოდნით აღჭურვისსა. მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაზრდისა. ანალიტიკური და კვლევითი უნარების განვითარებისა

 სარგებელი სკოლას - სკოლაში გამყარდა მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა. გაჩნდა ინტერესი სხვა პედაგოგებშიც პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის ამ აქტივობის მიმართ. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, მისი ეტაპები  (ვინაიდან ჩემი კვლევა სკოლაში იყო პირველი) გახდა უფრო მეტად ცნობადი და საინტერესო.
 სარგებელი მოსწავლეებს - მოსწავლეებმა შეძლეს მოეხდინათ დიფერენცირება დიალექტურ მეტყველებისა და სალიტერატურო ენას  შორის. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, გაღრმავდა მათი ცოდნა საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში სწორად წარმოთქმისა.
 სარგებელი პედაგოგებს - შეიძინეს გარკვეული ცოდნა კვლევის ცალკეულ ეტაპებთან დაკავშირებით. გაანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდისთვის ურთიერთთანამშრომლობა.
სარგებელი მშობლებს: ჩვენს მიერ ორგანზებულ სეხვედრაზე, ამ კუთხით განხორციელებულმა აქტივობებმა (ვის კარგად გვესმის შვილის ხმა, სამახსოვრო ბუკლეტები) მშობლები დაარწმუნა პრობლემის აქტუალურობასა და მისი მოგვარების აუცილებლობაში, რამაც განაპირობა მათი მოტივაციის გაზრდა, რათა  დააწესონ  ერთდაგვარი კონტროლი ქართული გრამატიკული ნორმების დაცვისა მატი მეტყველების დროს, განსაკუთრებით კი პირთა სახელების სწორად წარმოთქმისა წოდებით ბრუნვაში.
 მშობლებს შესძინა შესაბამისი ცოდნა ადამიანის საკუთარი სახელის სწორად წარმოებისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.      ქართული ენა. აკაკი შანიძე, ლეო კვაჭაძე. საკოლო სახელმძღვანელო. თბ. 2005 წ.
2.      ქართული ენა. ავთანდილ არაბული, ქათევან რეხვიაშვილი, ნონო შარაენიძე, მაია შაყულაშვილი.  „წყაროსთვალი“. თბ. 2006წ.
3.      დარეჯან თვალთვაძე, ნანა გაფრინდაშვილი „ქართული მართლწერის წესები და სავარჯიშოები“.
4.      გიგი ხორნაული „ორიოდე სიტყვა ადამიანთა საკუთარ სახელებზე“. გამომცემლობა „ბურუსი“ თბ. 2011.
5.      გიორგი შალამბერიძე „ქართული მართლწერა“ გამომცემლობა განათლება . თბილისი 1984.
6.      „ქართული მართლწერის წესები და სავარჯიშოები“ დარეჯან თვალთვაძე, ნანა გაფრინდაშვილი. გამომცემლობა საქართველოს მაცნე. 2013 წ.
7.      ლეო კვაჭაძე „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“  თბილისი 1996.
8.      გიორგი ცინცაძე, იზაბელა ქობალავა „დიალექტი“ გამოცდების ეროვნული ცენტრი „ქართული ენა და ლიტერატურა“ თბილისი 2009.
9.       ვიკიპედია „ქართული დიალექტები“
10.  თედო სახოკია „მოგზაურობანი“ თბილისი 1950.
11.  მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. ნაწილიII(2009)
12.  ეროვნული სასწავლო გეგმა,მოქმედი რედაქცია














დანართები

დიაგნოსტიკური  ტესტი 1
დაბნართი 1.
VII კლასი
სახელი --------------------   გვარი -------------------    თარიღი --------------------

ადამიანის საკუთარი სახელი ჩასვით წოდებით ბრუნვაში:
სახელობითი                                  წოდებთი
გურამი                                          გურამ
ნუნუ                                              ------------------------------------
დოდო                                           ------------------------------------
გია                                                 ------------------------------------
სალომე                                        ------------------------------------
მურადი                                        ------------------------------------
ომარი                                           ------------------------------------
მურთაზი                                     ------------------------------------
ბექა                                               ------------------------------------
მალხაზი                                      ------------------------------------
რაული                                        ------------------------------------
მურთაზი                                    ------------------------------------
მეგი                                              ------------------------------------
დავითი                                        ------------------------------------
რატი                                            -------------------------------------
ანზორი                                        ------------------------------------
დავითი                                        ------------------------------------
ნოდარი                                       ------------------------------------
ლეილა                                        ------------------------------------
ემზარი                                       ------------------------------------
ირინე                                         ------------------------------------
ნუნუ                                         ------------------------------------
ეთერი                                       ------------------------------------
თენგიზი                                   ------------------------------------
თემური                                     ------------------------------------
ელენე                                       ------------------------------------
ირაკლი                                     ------------------------------------



ჩაღრმავებული ინტერვიუ                                         დანართი 2.
VII  კლასის მოსწავლეთათვის.
Ø  საიდან მომდინარეობს გრამატიკულად არასწორი ფორმების (ადამიანის საკუთარი სახელის არასწორი გამოყენება წოდებით ბრუნვაში) გამოყენება თქვენს ჩვეულებრივ პრაქტიკაში, სასკოლო ცხოვრებასა და სწავლა-სწავლების პროცესში;

ა) გრამატიკის არასაკმარის ცოდნისაგან;
ბ) დიალექტური მეტყველების ზეგავლენით ( თქვენი მშობლები, ოჯახის წევრები ადამიანის საკუთარ სახელს წოდებით ბრუნვაში არასწორად წარმოთქვამენ და თქვენც მათი ზეგავლენით ასე წარმოთქვამთ).

              პედაგოგების გამოკთხვა                                                                      დანართი 3
კითხვები პედაგოგებისთვის
სახელი --------------------   გვარი -------------------    პოზიცია -------------------------
თარიღი --------------------
შემოხაზეთ ჩამოთვლილთაგან  სამი მიზეზი, რომელიც შეიძლება განაპორობებდეს,  მეშვიდე კლასის მოსწავლეებში საკუთარი სახელის არასწორად ხმარებას წოდებით ბრუნვაში:

1.      დაბალი აკადემიური მოსწრება ქართულ გრამატიკაში;

2.      გრამატიკის არასაკმარისი სწავლება თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ ასაკის მოსწავლეთა მეტყველების ფორმირებაზე;


3.      მასწავლებელთა განსხვავებული მიდგომების და მოთხოვნების აღქმა- გააზრება;

4.      ოჯახებში გამოყენებული დიალექტური მეტყველების ფორმების გამოყენება  მოზარდის სასკოლო ცხოვრებაში.

5.      უბანში, ქუჩაში, (სკოლისა და ოჯახის გარეთ) ურთიერთობებში დამკვიდრებული არამართებული ფორმების გამოყენება;


6.      მიმბაძველობა, ინტერნეტ სივრცეში, სტელევიზიო გადაცემების დროს (სკეჩი, ვიდეო და სხვ.  ) გრმატიკულად არასწორი ფორმების გამოყენებისა.




მე-7 კლასის მოსწავლეების დაწყებითი კლასების პედგოგების გამოკითხვა                     დანართი  4
კითხვები პედაგოგებისთვის
სახელი --------------------   გვარი -------------------    პოზიცია -------------------------
თარიღი --------------------
კვლევის ამოცანა
 როგორ დავეხმაროთ  მოსწავლეებს საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში სწორად წარმოთქმაში?

მინდა დავადგინო საიდან იღებდა სათავეს აღნიშნული პრობლემა მოსწავლეებში, ამისთვის გამოვკითხე მე-7 კლასის მოსწავლეების დაწყებითი კლასების მასწავლებლები:
კითხვა:1. როგორი იყო გასულ წლებში კლასში ქართული გრამატიკული ნორმების ცოდნა საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში გამოყენების დროს?
ა. იყო თუ არა საუბრისას გრამატიკული ნორმები დაცული?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ. უშვებდნენ თუ არა მსგავს შეცდომებს სწავლის დაწყების საფეხუზე, როცა მოსწავლეები საუბარს ძირითადად მასწავლებლისგან სწავლობენ, ბაძავენ?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გ. ყველა უშვებდა საკუთარი სახელის წოდებით ბრუნვაში ხმარებისას შეცდომას, თუ მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილი?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
დ. უშვებდნენ შეცდომას ე.წ. სუსტი მოსწავლეები, თუ ეს არ იყო განპირობებული სწავლის ხარისხით?




ინტერვიუ                                                                                     დანართი 5
კითხვები პედაგოგებისთვის
სახელი --------------------   გვარი -------------------    პოზიცია -------------------------
თარიღი --------------------

ინტერვიუ  პედაგოგებისთვის
1.      მიაჩნიათ თუ არა, რომ მეშვიდე კლასში მოსწავლეთა სასაუბრო ტერმინოლოგია ამცდარია ქართულ გრამატიკულ ნორმებს, განსაკუთრებით კი თვალშისაცემია ადამიანის საკუთარი სახელის არასწორად გამოყენების შემთხვევები მიმართვის დროს?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.      რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში მოსწავლეების მიერ პირის სახელების წოდებით ბრუნვაში არასწორად გამოყენების შემთხვევები, როგორ ფიქრობთ, რამდენად ექცევა ყურადღება მასწავლებლების მხრიდან  გრამატიკული ფორმების შეუსაბამო გამოყენებას მოსწავლეთა მეტყველებაში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.      გქონიათ შემთხვევა , როცა მოსწავლეები, მათი მშობლები, საზოგადოების წევრები პირთა სახელებს წოდებით ბრუნვაში გრამატიკულად არასწორი ფორმით იყენებენ. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.      გიფიქრიათ  საიდან მოდის ეს პრობლემა, და რა შეიძლება იყოს მისი გამოსწორების გზა/გზები?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5.      როგორია თქვენი რეაგირების ფორმა, ( მითითება, შენიშვნა,) მოსწავლის მიერ გრამატიკულად არასწორი ფორმის გამოყენებისას  (წოდებით ბრუნვაში პირის სახელის)
 მკაცრი,  თავაზიანი  თუ  ოფიციალური?









ანკეტა                                                                                                                      დანართი 6
ინტერვენციისთვის
თემურ ბერიძის  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
კვლევის თემა:  წოდებით ბრუნვაში ადამიანის საკუთარი სახელების არასწორად წარმოთქმის პრობლემა, გარდაუვალი მოვლენა თუ დიალექტური მეტყველებით განპირობებილი  ფაქტი?
კითხვები პედაგოგებისთვის
სახელი --------------------   გვარი -------------------    პოზიცია -------------------------
თარიღი --------------------
კვლევის პროცეში გამოიკვეთა რომ ადამიანის საკუთარი სახელის არასწორად გამოყენებას  მე-7 კლასში, განაპირობებს დიალექტური მეტყველება, რომელიც ძირითად სასაუბრო ფორმაა ოჯახებში, საზოგადეობაში,  გამომდიანრე აქედან - მოსწავლეებშიც.
თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ამ პრობლემის მოგვარების გზა/გზები.
გთხოვთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან შემოხაზეთ ერთ-ერთი
სურვილის შემთხვევაში სპეციალურად გამოყოფილ ველში ჩაგვიწერეთ თქვენეული მოსაზრება/იდეა პრობლემის მოგვარებისათვის.

ა) მშობლების პედაგოგიზაცია (სპეციალური ბუკლეტების, პოსტერების, ბროშურების დამზადება მშობლებისთვის);
ბ) მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულის წრის ჩამოყალიბება;
გ) ორივე ერთად

სურვლის შემთხვევაში ჩაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




სამახსოვრო ცნობარი
  

„წოდებით ბრუნვაში ადამიანის
საკუთარი სახელების
არასწორად წარმოთქმის
პრობლემა“.
             გრამატიკის წესები

მოხის საჯარო სკოლა.  მე-7 კლასი
გრამატიკული წესი:
ადამიანის საკუთარი სახელების მართლწერა:            
                                                          „პირთა სახელები წოდებით ბრუნვაში არ დაირთავენ ბრუნვის ნიშანს.
მაგ:  სწორია:  დავით! თემურ! ვახტანგ! გურამ! თამაზ! ია! ბადრი და სხვ. 
      შეცდომაა:  დავითო!  / დავით!                                                                                                                                                     
                         თემურო! / თემური!
                         ვახტანგო! / ვახტანგი!
                          თამაზო! / თამაზი!
                          გურამო! / გურამი!
                          იავ!  ბადრო! / ბადრი!

მსგავსი შეცდომებს ძირითადად დიალექტური მეტყველება განაპირობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართულ სალიტერატურო მეტყველებასთან.
ცნობისთვის: დიალექტი - (ბერძნული dialektos – ლაპარაკი, თქმა, კილო), კილო, ენის ვარიანტი, რომელზეც მეტყველებს ენობრივი კოლექტივის ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ნიშნთ გამოყოფილი ჯგუფი.“       მე-7 კლასის მოსწავლეები
სწორია:                     შეცდომაა:
მეგი!                            მეგივ!
მურთაზ!                    მურთაზო!
ბექა!                             ბექავ!
ლეილა!                      ლეილავ!
რაულ!                         რაულო!
მალხაზ!                      მალხაზო!
რატი!                           რატო!
ანზორ!                         ანზორო!
მურად!                        მურადო!





მადლობა ყურადღებისათვის!




კვლევის შედეგების გაზიარება/ რეფლექსია
ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის თემა იყო: 
წოდებით ბრუნვაში ადამიანის საკუთარი სახელების არასწორად წარმოთქმის პრობლემა. გრამატიკის წესების არცოდნა თუ დიალექტური მეტყველებით  განპირობებული  ფაქტი?

კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო მე-7 კლასის 12 მოსწავლე.

ენა,  მისი სრულფასოვანი დაუფლება, გრამატიკული წესების ცოდნა და მათი შესაბამისად გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, ზოგადად ერისთვის, კონკეტულად კი ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეროვნებისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, დედაქალაქში მაცხოვრებლისა თუ ქვეყნის ნებისმიერი რეგიონში მოსახლე მოქალაქისა. ენის სრულყოფა მისი გამოყენების თვალსაზრისით არის და უნდა იყოს  უმთავრესი საზრუნავი თუ საცოდნარი პიროვნული სრულყოფისა და განვითარებისა. ამასთან ერთად ენის სიწმინდის დაცვისა და გამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქართული სალიტერატურო ენისა და დიალექტური ფორმების ერთმანეთთან გამიჯვნა, მათი ინდივიდუალიზმის დაცვისა და გამდიდრებისათვის ზრუნვა.
იოლი არ არის ამ რთული და საპასუხისმგებლო მისიის შესრულებისთვის იბრძოდე შენ, როგორც პედაგოგი და ამ ბრძოლის გზაზე წვრთნიდე ერის მომავალს, მის ხვალინდელ დღეს. ამიტომ, როცა გამოწვევად მივიღე  მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნა მასწავლებლებში კვლევის კომპეტენციის უნარის ფლობა, ბევრი არ მიფიქრია რა უნდა ყოფილიყო ჩეემი კვლევის საგანი, რა კუთხით წარმემართა ჩემი შემდგომი საქმიანობა კვლევის თვალსაზრისით. მინდა აღვნმიშნო რომ, დიალექტური მეტყველება ჩვენი კუთხის დამახასიათებელი ნიშანია. აქ ყველა, ასაკის, ხშირად თანამდებობის თუ პროფესიის მიუხედავად ჩვეულებრივ სასაუბრო-საკონტაქტო ფორმად დიალექტურ ფორმებს იყენებს, ჩემთვისაც, როგოერც ამ კუთხის შვილს, რომელიც ამ საზოგადოების წიაღში გაიზარდა, უცხო არ იყო ის თანამდევი პრობლემები, რომელიც ახლავს სალიტერატურო ენის გვერდით დიალექტური მეტყველების ფორმების გამოყენებას. ეს პროცესი განსაკუთრებით ყურადსაღებია მოსწავლეებში სკოლის ასაკში, როცა ენის მართებული ფორმების შესწავლის პროცესში დომინირებს დიალექტური ფორმები, მათი დიდი დოზით გამოყენება სასკოლო ცხოვრებაში, ამის გარდა პრობლემად მიმაჩნია გრამატიკის სწავლების, როგორც ცალკე დისციპლინის ამოღება სასკოლო საათობრივი ბადიდან. სკოლის მოსწავლეები საუბრობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დიალექტური ფორმების გამოყენებით. განსაკუთრებით პრობლემურია ამ პროცესში წოდებით ბრუნვაში ადამიანის საკუთარი სახალის არასწორი გამოყენება მიმართვიანობის დროს. კვლევის თემად ეს კონკრეტული პრობლემა ავიღე, მაგრამ პროცესი ორ შტოდ წარვმართე, ერთი რომ მსგავსი შეცდომები დიალექტური მეტყველებიდან მომდინარეობს, და მეორე, პრობლემა სასკოლო ბადიდან გრამატიკის სწავლების  გაუქმებას უკავშირდებოდა, რადგან ლიტერატურის გვერდით მცირე დოზით გაფანტული გრამატიკული საკითხები მოსწავლეებში ვერ აღიქმება ცალკე დისციპლინად და ხშირად აქცენტი კეთდება ლიტეარტურულ საკითხებზე, რაც იწვევს ერთდაგვარ აღრევას გრამატიკული საკითხების სწავლებისა ლიტერატურასთან. აი ეს იყო მიზეზი ჩემი ამ თემის ინტერესთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა კვლევის პროცესში იმ მასტიმურებელი გარემოსი, რასაც მოქმედი ესგ. სტანდარტი მიქმნიდა ენის სწავლების მიმართულებით, რომ ენა არის „აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის“ (ე.ს.გ.)
კვლევის საწყისს ეტაპზე განვსაზღვრე სამიზნე ჯგუფი, ფოკუს ჯგუფები, შევიმუშავე კონკრეტული გეგმა როგორ მიმეღო თითოეულ მათგანიდან ჩემთვის საჭირო ინფორმაცია. მინდა აღცნიშნო, რომ იმ კონკრეტულმა აქტივობებმა, რაც განვახორციელე კვლევის პრიცესში დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა ერთნაირად იოლი არ იყო მუშაობა ყველა სამიზნე ჯგუფთან. განსაკუთრებით გამირთულდა მუშაობა მშობლებთან მიმართებაში. არ მინდოდა მათთვის მიუღებელი, გამაღაზიანებელი ან დამამცირებელი ეფექტი გამოეღო ჩემ მიერ დაგეგმილ აქტივობებს. მინდა აღვნიშნო რომ საბოლოოდ, რაც გადავწყვიტე საურთიერთობო ფორმად, მათგან ჩემთვის სასურველი ინფორმაციის მიღების თვაკლსაზრისით დადებითი შედეგი გამოიღო. მათთან ურთიერთობისთვის ინფორმაციის მიღების ირიბი ფორმა ავირჩიე, თუნდაც აქტივობა „რამდენად კარგად ვიცნობ ჩემი შვილის ხმას“ ვთვლი რომ სასურველი მიგნება იყო კვლევის პროცესის მიმდინარეობისას. გამიჭირდა პედაგოგებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება კვლევის საწყის ეტაპზე, სამწუხაროდ ყველა პედაგოგს არ აღმოაჩნდა მზაობა ჩემს მიერ დაგეგმილ აქტივობებში ჩართვისა, თუმცა საბოლოოდ მოვახერხეთ მათთან საქმიანი შეხვედრების უზრუნველყოფა და ჩემთვის საჭირო ინფორმაციის მიღება.
ჩემი ძლიერი მხარე, რაც ამ პროცესებში გამოვავლინე, ვთვლი რომ იყო ნებისმიერ სამიზნე თუ ფოკუს ჯგუფთან  მიდგომის ფორმები: თავაზიანი, საქმიანი და პოზიტიური საურთიერთობო უნარ-ჩვევებით გამყარებული, რაც ვფიქრობ ჩემი თექვსმეტწლიანი სკოლის ხელმძღვანელად მუშაობის დამსახურებაცაა. რაც შეეხება სისუსტეს, ეს განსაკუთრებით ვიგრძენი კვლევის ლიტერატურის მიმოხილვის პროცესში, რაც განაპირობა შესაბამისი ლიტერატურის არქონამ და დროის პრობლემამ, სამსახურეობრივი დატვირთვის გამო ვერ შევძელი პარლამენტის ბიბლიოთეკის რესურსების გამოყენება, ვფიქრობ ეს უფრო მეტად გახდიდა ჩემს მუშაობას შინაარსიანს და საინტერესოს.
კვლევის პროცესის დასრულების შემდეგ, კვლევის ანგარიში წარვუდგინე სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, შეხვედრის ორგანიზება უზრუნველუო სკოლის დირექციამ. ვფიქრობ დამაჯერებლად შევძელი კვლევის ცალკეული თავების თუ პუნქტების მათთან მიტანა. აუდიტორია ყურადრებით მისმენდა, რამაც მეტი სტიმული მომცა პრეზენტაციის მიმდინარეობისას ვყოფილიყავი უფრო მეტად გამბედავი და დამაჯერებელი, როგორც მკვლევარ-პედაგოგი. ვფიქრობ ეს ინტერესი გამოიწვია იმანაც, რომ მათი ინტერესის სფერო იყო იმ კონკრეტულ ჩართულობებთან დაკავშირებით, რაც მათ როლს საზღვრავდა კვლევის პროცესში და მეორეც. სკოლაში პირველი პედაგოგი ვიყავი, რომელმაც განახორციელა კვლევა და ანგარიში წარუდგინა მათ. პრეზენტაციის შემდეგ  ბევრმა პედაგოგმა გამოთქვა თავისი აზრი ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობის შესახებ,  მადლობა გადამიხადეს გაწეული მუშაობისათვის და წარმატება მისურვეს კარიერული წინსვლის შემდგომ ეტაპებზე.  მათგან მივიღე საინტერესო უკუკავშირი, რაც დადებითად იმოქმედებს ინტერვენციის შემდგომ ეტაპებზე მუშაობის პროცესებში, ან მსგავსი კვლევების შემდგომში განხორციელებისას. კერძოდ; შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წოდებით ბრუნვაში საკუთარი სახელის არასწორად გამოყენების პრობლემა სცილდება მეშვიდე კლასს და ეს სკოლის ყველა საფეხურზე ერთნაირად მტკივნეული და საყურადღებოა, რომ დაგეგმილი ინტერვენციების გარდა შესაძლებელია საგნობრივი წრის გახსნა მომდევნო სასწავლო წელს სკოლაში და მასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობით ჩართვა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა პედაგოგების მხრიდან შესაბამისი ჩარევებისა, შენიშვნების თვალსაზრისით, მოსწავლეების მხრიდან წოდებით ბრუნვაში საკუთარი სახელის არასწორად წარმოთქმასთან დაკავშირებით, რათა საბოლოოდ სკოლაში მოხდეს მოსწავლეების სამეტყველო კულტურის დახვეწა და უფრო მეტად მიახლოება ლიტერეტურულ ფორმებთან
მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებელებს, სკოლის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ჩემთან ერთად ჩართული იყვნენ კვლევის პროცესში და  საბოლოოდ გაიზიარეს ჩემი კვლევის მიგნებები, შედეგები და ის კონკრეტული ინტერვენციები, რომლებიც შევსთავაზე მათ პრობლემის მოგვარებისათვის, რაც კიდევ უფრო სრულყოფს სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესს.

თემურ ბერიძე