Thursday, November 24, 2016

ცხოვრება ის ყოფილა, ბაბუა რო მიყვებოდა 30 წლის უკან, ძნელიაო ბაბუ, რომ დაიძინებ გაღვიძება აღარ მოგინდებაო, ყველა და ყველაფერი შენგან მოითხოვსო პასუხს, ქმედებასო...
 გაქცევა მოგინდებაო მაშინ... , მაგრამ არ უნდა გაიქცეო, რამეთუ გაქცეულები დიდი ალბათობით იქცევიანო, ხოლო წაქცეულებს გადაუვლიანო ხოლმე.
 კაი არ გავიქცევი შე ოჯახაშენებულო, მაგრამ...
-არავითარი მაგრამ,
- მიდი, სანამ შეგიძლიაო, მკარნახობს საკუთარი მე და მეც მივდივარ..
ასე იყო გუშინაც.
-მივდიოდი, მივეჩქაროდი, ორი გაჩერება ისე ჩავიარე არავინ შემიმჩნევია, სავარაუდოდ არც მე შევუმჩნევივარ ვინმეს.
- გზად
დღეს, როგორც მაშინ ცხოვრებას გამოვექეცი