გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ზმნის  პირი  და  რიცხვი
სწავლების საფეხური
დაწყებითი (მე6 )კლასი
მოსწავლეთა პროფილი
16 მოსწავლე (განსაკუთრებული  საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან )
მიზანი
 ისწავლიან  ზმნის  პირისა  და  რიცხვის  ნიშნებს
განასხვავებენ  ერთპირიან, ორპირიან და სამპირიან ზმნებს
შეუძლიათ  ამოიცნონ პირველი, მეორე და მესამე პირის ზმნები
გაანალიზონ უცხო ტექსტებში ზმნის პირისა და რიცხვის სწორი ფორმები

გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა,
ზმნის  სწორად  შესწავლა დაეხმარება მოსწავლეს  მართლწერასა  და  მართლმეტყველებაში ,ენის ნორმების შესაბამისი წინადადებების აგებასა და  ზმნის  სხვადასხვა  კატეგორიის გაგებაში 
კავშირი საგნებთან
ისტ. და ხელოვნება
ე.ს.გ მისაღწევი შედეგები
ქართ. VI. 3. მოსწავლეს შე-უძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
ქართ. VI. 4. მოსწავლეს შეუძლია მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით.

წინარე ცოდნა
იციან  ზმნის  რაობა, მისი  ფორმაცვალებადობა, რიცხვი.
რესურსები
მე_6  კლასის  სასკოლო  სახელმძღვანელო.  
კომპიუტერი, ცარცი, ფლიფჩარტები
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა
ქტივობა1.
წერით საშინაო დავალების შემოწმება, ჩამოვლის მეთოდით.  შემდეგ კი ერთ ან ორ მოსწავლეს წავაკითხებ ხმამაღლა და დავეხმარები დაშვებული შეცდომების გასწორებაში. ამის შემდეგ გამოვიკითხავ ზეპირ საშინაო დავალებას. მოსწავლეებს მივმართავ გაიხსენონ რა არის ზმნა? ჩამოთვალონ პირველადი და ნასახელარი ზმნები? რა ეწოდება ზმნის ბრუნვად სიტყვას, მოიყვანონ შესბამისი მაგალითები.
გონებრივი იერიში.
 მოსწავლეების ფრონტალურ პასუხებს დავწერ ფლიფჩარტზე. ამის შემდეგ მივმართავ  მოსწავლეებს, გაიხსენონ,  რა  იციან  პირის შესახებ. ზმნა  ფორმაცვალებადია  თუ  ფორმაუცვლელი? რას ქვია რიცხვი? 5წთ.
მოსწავლეებისაგან მირებული პასუხები გადამაქვს ფლომასტერით ფლიფჩარტზე .  დრო 10 წთ.
B ფაზა
აქტივობა.2 მინი. ლექცია მასწავლებელი  აცნობს  მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზნებს, ზმნის წარმომავლობას. 5 წთ.

მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას. მათ ეძლევათ კონკრეტული დავალება (ინდივიდუალურად) ამოკრიბონ ტექსტიდან ზმნები (“როგორ მოვინელო ეს ჯავრი? ნეტა მტერს მეც მოვეკალი, რისთვისაც დავრჩი მე ცოცხალი?”)და განმარტონ, რომელ პირსა და რიცხვში დგას ზმნა დავრჩი. მის მაგალითზე დაასაბუთონ, რომ ზმნა ფორმაცვალებადი სიტყვაა.(1o წთ)

მასწავლებელი აწვდის ფორმებს მხოლობითისა და მრავლობითის გასარჩევად /ვსაუბრო ვსაუბრობთ უნდაუნდათ/ და ავალებს განსხვავებული ბგერების გამოყოფას. (3წთ)

მოსწავლეები გაეცნობიან  ეკრანზე პროექტორის საშუალებით წარდგენილ მასწავლებლის მიერ  წინასწარ მომზადებულ  სქემატაბულას შესასწავლად. (5წთ)
ავალებს, გადაიყვანონ მონათხრობი მხოლობით რიცხვში და პირიქით.1. ჩიტებმა მორთეს სიმღერა  2. არყებიდან გამოხტა  ახალგაზრდა ბიჭი.(3წთ)
  • გაასწორეონ ზმნის მცდარი ფორმები: ბალს ჯგუფჯგუფებად ესეოდნენ ჩიტები, ზოგნი მიდიოდნენ, ზოგნი მოდიოდნენ.(2წთ)
  • შეცვალონ ხაზგასმული არსებითი სახელები შესაბამისი პირის ნაცვალსახელებით ( მთლი კლასი მუშაობს) 1. ნუკრი კვნესის.  2. შვილი დედას ეძახის.   3. შველმა ნუკრს მტერი დაანახა.(5წთ)
  • C ფაზა
n  ვაკეთებთ გაკვეთილის საერთო ანალიზს-შეჯამებას. მოსწავლეებს ვავალებ ჩამოწერეთ ბარათებზე 23 წინადადებით რაც დაგამახსოვრდათ გაკვეთილიდან. (5წთ)
  საშინაო დავალება
ლიტის სახოს ნებისმიერი ტექსტიდან ამოიწერონ და დააჯგუფონ ერთ, ორ და სამპირიანი ზმნების 55 მაგალითი სხვადასხვა რიცხვში.       (2 წთ)


შეფასება
შეფასება.
გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
( დრო 3 წთ)

No comments:

Post a Comment